missbeyfan

ევროკავშირის კინოფესტივალი გორში

“არ ვიცით რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე, მაგრამ ყველამ ვიცით გულის სიღრმეში, რომ ვერავინ წაგვართმევს იმას, რაც ახლა გვაქვს”  – არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ეს სიტყვები გულზე არ მოხვდება, წამით არ დააფიქრებს და არ აგრძნობინებს თავს სრულფასოვნად, თუნდაც ცოტა ხნით..

მოაზროვნეები გაცილებით მეტს ფიქრობენ, ჩვეულებრივი მოკვდავნი კი უბრალოდ განიცდიან, მეც მოკვდავი ვარ და, ალბათ, სწორედ ამან განაპირობა, რომ გულთან ძალიან ახლოს მივიტანე ლეიკემიით დაავადებული 12 წლის გოგონას ისტორია, რომელზეც შესანიშნავი ფილმია გადაღებული.

“მაგარი ბავშვები არ ტირიან” – ეს, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური ფილმი იყო, მათ შორის, რომელიც კი 18 წლის განმავლობაში მინახავს.. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი აუდიტორიის დანარჩენი წევრებიც დამეთანხმებიან, ვინაიდან, დღეს ყველანი სუსტები აღმოვჩნდით.. ფილმის დასრულებისა და სინათლის ანთებისთანავე მარტივად შესამჩნევი იყო, ცრემლიანი თვალები, დაწითლებული სახეები (მე რა თქმა უნდა ვმალავდი, მაგრამ რად გინდა)..

ფილმის ჩვენება ევროკავშირის ფესტივალის ფარგლებში მოეწყო, რომელსაც 7-დან 16-თებერვლამდე, საქართველოს 4 სხვა ქალაქთან ერთად, გორიც მასპინძლობს. კინოფესტივალის მიზანია, საქართველოს მოსახლეობას ფილმების მეშვეობით გააცნოს ევროპელი ხალხის ჩვეულებრივი ცხოვრება, მათი სატკივარი და ოცნებები, წარმატებები და ინტერესები, ღირებულებები, ტრადიციები, კულტურა და ძირითადი ფასეულობები.ევროკავშირის კინოფესტივალი 2014

უკვე ნაჩვენები 6 ფილმიდან 3 მართლაც, რომ არაჩვეულებრივი იყო, მაგრამ დღევანდელმა ფილმმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ამიტომაცაა, რომ გუშინ ან კიდევ იმის წინ, ამ პოსტის დაწერაზე მხოლოდ ვფიქრობდი, ახლა კი უბრალოდ არ შემეძლო, რომ არაფერი მეთქვა..“მაგარი ბავშვები არ ტირიან” – მაყურებლები

“მეექვსე დღეა რაც ევროკავშირის კინოფესტივალი მიმდინარეობს, დღეს ყველაზე ემოციური ჩვენება გვქონდა. არ გამკვირვებია მაყურებელთა ცრემლები, რადგან მე თითონ მესამედ ვნახე და დღესაც ვერ შევიკავე ემოცია. ფილმის მთავარი გმირის სევდიანი ისტორიის ფონზე, კარგად არის ნაჩვენები მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული საკითხები – ტოლერანტობა, მეგობრობა, რელიგიური შემწყნარებლობა, მშობლების და შვილების, მოსწავლეების და მასწავლებლების ურთიერთდამოკიდებულება. ეს ფილმი ყველამ უნდა ნახოს. კინოფესტივალი 16 თებერვლამდე გრძელდება, კიდევ არაერთი საინტერესო დღე და ფილმი გველოდება, იმედი მაქვს დღევანდელის მსგავსად, მომავალ ჩვენებებზეც სავსე იქნება დარბაზი.” – ამბობს კატო ქოთოლაშვილი , ევროკავშირის კინოფესტივალის კოორდინატორი გორში.

ევროკავშირის კინოფესტივალი ორგანიზებულია ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების ხელშეწყობით. (წყარო: ევროკავშირის კინოფესტივალი გორში )

დამატებითი ინფორმაცია, შეგიძლიათ ნახოთ აქ —> ლინკი ..

რჩევები “მე”-სგან

უკანასკნელი თვეების განმავლობაში დეპრესია მქონდა, აი, ისეთი, გარეგნულად ვერავინ ვერაფერს რომ გატყობას, შინაგანად კი, ხვდები, რომ მალე ასე გაგრძელებას ვეღარ შეძლებ და განადგურდები.. თუმცა ამ პერიოდსაც ჰქონდა დადებითი მხარეები. “ვისწავლე ჭკუა” – ცოტა თამამი ნათქვამია, თუმც კი რამდენიმე რჩევის მოცემა უკვე შემიძლია.. თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ გაეცნოთ (პს: სახლიდან რომ არ გავრბოდე ახლა, უფრო დეტალურად მოგიყვებოდით ყველაფერს)..

რჩევა 1:

იყავით ყოველთვის ბუნებრივები/ნატურალურები, აი, ისეთები, როგორიც სინამდვილეში ხართ ანუ არ “ითამაშოთ” სხვებთან.

რჩევა 2:

არ დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა, რადგან ერთადერთი რეალური დამხმარე საკუთარი თავია.

რჩევა 3:

დაალაგეთ ადამიანები პრიორიტეტებით, ანუ მარტივად რომ ვთქვათ “გამოსაყენებლად ვარგისიანობის” მიხედვით.

რჩევა 4: 

გახსოვდეს! შენ პირველი ხარ და ნებისმიერი რამის გაკეთება სხვაზე მაგრად შეგიძლია.

რჩევა 5:

არ დაკარგო არავისთან ურთიერთობის საშუალება, ახლოდან გაცნობილი ადამიანი გაცილებით საინტერესო აქტორია.

რჩევა 6:

არ იფიქრო იმაზე მეტი, რამდენიც საჭიროა, არ დაკარგო დრო/ენერგია/ნერვები ფიქრისას, არაფერი “ყრია” მასში.

რჩევა 7:

არ ილაპარაკო ყველაფერზე, რადგან უნდა შემოინახე კოზირები შენთვისაც, რა იცი, როდის, რა დაგჭირდება.

რჩევა 8:

არ იყო დამოკიდებული არავისზე, გააკეთე მარტო, იყავი მარტო, ასე მეტი საშუალება გექნება “გაიზარდო”.

რჩევა 9:

გიყვარდეს კადრების აღბეჭდვა, ასე გაცილებით უკეთ დაიმახსოვრებ ბევრ რამეს და “გადამეორების” შანსიც გექნება.

რჩევა 10:

შეასრულე ზემოთ ჩამოთვლილთაგან მხოლოდ რამდენიმე და იყავი გაწონასწორებული მუდამ.

ბაგუნზე ბაგუნი

ერთგულმა მკითხველმა და ახლო მეგბრებმა კარგად იციან, რომ ხშირად უაზროდ, მაგრამ ძალიან ბევრს ვფიქრობ. ვაკვირდები სხვებისთვის უმეტეს წილად უმნიშვნელო საკითხებს და ამით, ბედნიერი ვარ.  ცოტა ხნის წინაც მსგავსი რაღაც დამემართა და ორიოდე სიტყვით, მინდა იმ განცდის შესახებ მოვყვე, რომელიც ვიგრძენი.

ადამიანებმა “ამოჩემება” ვიცით ყველაფრის, ნუ, მე განსაკუთრებით.  აი, ასე, ძალიან ჩვეულებრივად, ერთი პერიოდი ეს მიყვარს, მერე – ის.. ადამიანებშიც? – არა.

ალბათ, თითოეულ ჩვენგანს ჰქონია სურვილი სადმე ან ვინმესთან – თუნდაც ერთი წამით დაბრუნების. ხო, მეც მქონია. როდესაც ბრუნდები და არ იცი/ვერ ხვდები შენი ფეხის ხმა გესმის თუ გულის.  რას გრძნობს იმ მომენტში ჩვეულებრივი ადამიანი? შიშს? – ვითომ ეშინია იმის, რომ ისევ იქ/მასთან დროსთან ერთად გაიყინება? -არა, ჩემი აზრით, ეს შიში არაა, ეს უფრო ის გრძნობაა, რაღაცას/ვიღაცას რომ ებღაუჭები და გინდა, თუნდაც რამდენიმე საათით/წუთით/წამით (მნიშვნელობა არ აქვს) კვლავ დაისაკუთრო, ეგოიზმი 100%-ით გამოამჟღავნო და შეძლო იმის თქმა, რომ შენია.

აქ კი მეორე საკითხთან მივდივართ, “თქმა” – როგორც ქმედების ბოლო ეტაპი მთავარი მიზანი – არაა, უფრო იმის საწინდარია, რომ იგრძნო, იგრძნო, რომ ის კვლავ შენია (უსულო, მაგრამ შენთვის სულიერი/სულიერი, შენთვის თითქმის ყველაფერი).

მე ვამაყობ იმით, რომ ჩემ გარშემო უსულო არაფერია, ყველასა და ყველაფერს პირადი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს.

მე კიდევ დავბრუნდები!..

Our First Crazy Video

ჩემო მკითხველო, როგორც წინა პოსტით გითხარით, სოციალური მედიის ტრენინგზე ვარ..

დღეს ვამთავრებთ და (როგორც იქნა) მივიღეთ პრაქტიკული დავალება, მე და ჩემმა მეგობარმა (ანამ) გადავწყვიტეთ პატარა რეპორტაჟის მომზადება და ყოველგვარი კომენტარისა და ზედმეტი წერის გარეშე პირდაპირ გაჩვენებთ.

სოციალური მედიის ტრენინგი

სრულიად შემთხვევით, მაგრამ უკვე სოციალური მედიის შესანიშნავ ტრენინგზე ვარ, თითქოს არაფერი, მაგრამ თეორიული და პრაქტიკული უახლესი ცოდნა დარწმუნებული ვარ ძალიან დამეხმარება როგორც საკუთარი, აგრეთვე ჩემი თანატოლების განათლების ამაღლებაში ტრენინგის თემასთან დაკავშირებით.

ახლა “პროფილის” ენით მოვყვები.. 🙂

ყველაფერი დაიწყო მარის ჩვეულებრივი შეტყობინებით ფეისბუქზე (ვგულისხმობ მარიკა მღებრიშვილს-დიდ ადამიანს), რომელმაც შემომთავაზა სოციალური მედიის 3 დღიან ტრენინგზე დასწრება, მხოლოდ იმ პირობით, რომ შემდეგ მე ჩავატარებდი ტრენინგს “ბილიკის” აქტიური და მოტივირებული ბავშვებისთვის, რასაკვირველია, დავთანხმდი, რადგან ვფიქრობ, რომ არასდროს უნდა დავკარგოთ შანსი განვითარების და სიახლის შემოტანის ყოველდღიურ/ყოფით ცხოვრებაში.

Social Media

ერთადერთი სირთულე, რომელმაც თავიდანვე (ცოტა არ იყოს და) შემაშინა იყო ტრენინგის სასაუბრო ენა – რუსული, თუმცა პირველმა დღმე უკვე ძალიან კარგად ჩაიარა და ახლა ინგლისურად ვაგრძელებთ. გვყავს შესანიშნავი ტრენერები, რომლებიც ძალიან კარგად არიან გათვითცნობიერებულები სოციალურ მედიასთან დაკავშირებულ საკითხებში.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ  მეხმარება გარემო, ის ხალხი, რომლებიც ამ დღეებში გავიცანი, ისინი ჩემზე გაცილებით გამოცდილები არიან, მაგრამ ვიმედოვნებ მეც მალე გავუთანაბრდები მათ. დევიზი: “დაეწიე და გაუსწარი!..” (ბოლო შეგვიძლია, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით გავიგოთ))

Social Media

ახლა 15 წუთიანი შესვენება გვაქვს, თითქმის ყველაფერი ვთქვი და მალე ალბათ, გავაგრძელებთ ტრენინგსაც, მოუთმენლად ველოდები ხვალინდელ დღეს, არა იმიტომ, რომ სრულდება, არამედ იმიტომ, რომ პრაქტიკულად მეტად იქნება დატვირთული ბოლო დღე. მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ და, რასაკვირველია, კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ჩემ საყვარელ “ბილიკს”.

ფოჩიანი ბილეთი

ეს, ის განსაკუთრბული შემთხვევაა, როცა არ ვიცი როგორ დავიწყო პოსტი.. მოდი, ვიქნები პირდაპირი, უშუალო და ლაკონური.

თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ ყოველთვის ვასრულებ დანაპირებს, ე.წ. სიტყვის კაცი  ვარ ))

ვიმედოვნებ, ის საღამო მე და შენ ანუ შენ და მე არასოდეს დაგვავიწყდება. შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ მასში განსაკუთრებული არაფერი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შენ მათ შორის არ იქნები, ამას კი ჩვენი მსგავსებიდან გამომდინარე ვამბობ.

ეს პოსტი ყოველთვის დაგვეხმარება იმ დღის გახსენებასა და აღდგენაში.

მოკლედ, დავწერ იმასაც, რომ დილიდან მშვენიერ განწყობაზე ვიყავი, მახარებდა ის ფაქტი, რომ სტატისტიკაში მაღალი ქულა მქონდა, მაგრამ ისევე, როგორც ბოლო პერიოდის განმავლობაში – მაინც მოწყენილად, მარტოსულად ვგრძნობდი თავს. ვაღიარებ, რომ შენ ყოველთვის მამხიარულებ და როცა ერთად ვართ, ვცდილობ, თითოეულ იუმორის მარცვალს მოვუყარო თავი ჩემში.

მას შემდეგ, რაც ძლივს მივაგენით ჩვენთვის (პრინციპში – შენთვის) სასურველ ადგილს, დავიწყეთ სიღრმისეული/ფსიქოლოგიური საუბარი, აი, ისეთი, როგორიც ძალიან მიყვარს. აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და სულ მალე შევიჭერით ერთმანეთის გრძნობებსა და განცდებში. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცების აღიარება არ მიყვარს (ხოლმე), მაინც უნდა ვთქვა, ძალიან ბევრი საერთო გვაქვს.

აღსანიშნავი ისიცაა, რომ არ ვართ ე.წ. ცრუმორწმუნენი, მაგრამ ორივენი სათანადოდ ვაკვირდებით ბევრ რამეს. აი, ჩემთვის წარმოუდგენელი, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან საინტერესოა, თუ რატომ უნდა გადაიკვეთოს ორი ახალგაზრდის ცხოვრება რამდენჯერმე. ჯერ „ახალგაზრდა შემოქმედი”, შემდეგ რამაზი და ახლა უკვე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ცოტა სასაცილოცაა )) ვნახოთ, რა იქნება შემდეგ..

საუბარი „მაგნოლიითა“ და „დავბრუნდებით“ გაგრძელდა, ამ საკითხზეც ერთნაირად ვფიქრობდით და ბოლოს ერთად ვიმღერეთ კიდეც.

როგორც შენ ამბობ – არსებობს კრიტიკული მომენტები და როგორც მე – უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ცხოვრება ყველაფრის მიუხედავად მაინც მშვენიერია.

და ბოლოსკენ ვიტყვი ერთს.     – რატომ არ ვახსენე პოსტის სათაური ერთხელ მაინც?

– მინდა, რომ ჩვენთვისაც დავიტოვო სასიამოვნოდ გასახსენებელი რამ, ის, რაც მხოლოდ ჩვენია..

,,რას ვერ მოასწრებ?! მაიმუნობ სულ”

ლიააა, შენთვის ვწერ და სათაურადაც შენი სიტყვები გამოვიყენე ^^

უკანასკნელი 3 წელი ვიყავი სამოქალაქო კლუბის ლიდერი.. ეს პერიოდი ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელ ეტაპს წარმოადგენს და ამისთვის უამრავი მიზეზი მაქვს. თანამშრომლობა საზოგადოება “ბილიკთან”, უამრავ განათლებულ, ეროდირებულ ახალგაზრდასთან და იმ ადამიანებთან, რომლებმაც უკვე ბევრი რამის გაკეთება მოახერხეს, ჩემთვის დიდ სიამოვნებას წარმოადგედა..

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სკოლაში გამართული ვიქტორინის გამარჯვებული გავხდი (სამოქალაქო განათლებაში) და მომანიჭეს ლიდერის “თანამდებობა” ერთ-ერთ “ბილიკის” მიერ ორგანიზებულ კონკურსზე.. მას შემდეგ პირადად მე და ჩემი “ბილიკი” სულ ერთად ვიყავით. მისი დახმარებით მივაღწიე ძალიან ბევრ პატარ-პატარა და დიდ წარმატებასაც.. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაკვირველია, სოციალური მედიის კონკურსში გამარჯვების მოპოვება იყო, აგრეთვე გავიმარჯვე მცირე საგრანტო კონკურსშიც და მოვიპოვე 450$, რომლითაც სკოლაში გავაუმჯობესეთ სამოქალაქო კლუბის სამუშაო გარემო..

ახლა უკვე სტუდენტი ვარ, საკმაოდ გამოცდილი და ზუსტად მორგებული თანამედროვე ცხოვრებას.  სამოქალაქო კლუბში ყოფნამ გამზარდა პიროვნულად, გავხდი მეტად თავდაჯერებული, კომუნიკაბელური, მიზანდასახული და შრომისმოყვარე, შემიძლია გამოვიჩინო მეტი კრეატიულობა და ვიყო ძალიან ორგანიზებული, თამამად ვიტყვი იმასაც, რომ ნებისმიერი საქმის/აქტივობის დაგეგმვასა და განხორციელებასაც მოვახერხებ ჩემს თანატოლებთან ერთად და ეს რა თქმა უნდა უკანასკნელი 3 წლის დამსახურებაა.

ძალიან მნიშვნელოვან საკითხად მივიჩნევ ურთიერთობებს, ვფიქრობ, რომ მხოლოდ მათი დახმარებით შეუძლია ადამიანს იქცეს ნამდვილ პიროვნებად. ბოლო წლების განმავლობაში კი გავიცანი (როგორც ზემოთ აღვნიშნე) უამრავი კარგი ადამიანი, რომლებთანაც ურთიერთობა დღემდე მაქვს და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სიცოცხლის ბოლომდე მექნება, ისინი მე მაძლიერებენ.

ბილიკის ბავშვები

გავხდი საკმაოდ ცნობილიც,  სოციალური მედიის კონკურსში გამარჯვების  შემდეგ, დამიკავშირდა დამწყები ბლოგერი და ინტერვიუ მთხოვა. ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო..

საბოლოოდ შევაჯამებ და ვიტყვი ერთს: არასდროს არ უნდა დავკარგოთ “განვითარების” შანსი, ჩვენი მომავალი მართლაც, რომ ჩვენ ხელშია.

7 თვის შემდეგ ^^

მივესალმები ძველ მკითხველს და ახალსაც, ყველას, ვისაც სურვილი აქვს წაიკითხოს „სასოწარკვეთილი“ სტუდენტის მოკლე ისტორია..

ამ ბლოგზე ჩემი უკანასკნელი პოსტი ჯერ კიდევ აბიტურიენტობის პერიოდში დავწერე (7 თვის წინ), მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მეც გავიზარდე.. მეგობართა ამალის კატეგორიული მოთხოვნითა და გულში შეპარული პატარა წერის სურვილით ვპოსტავ..

მთელი 1 წელი თსუ-ს სტუდენტი რომ გავმხდარიყავი – არ მიძინია (ეს რა თქმა უნდა პირობითად)

ამ პერიოდში დავკარგე უამრავი მეგობარი ( ეს რასაკვირველია პირიქით)

ჩემი მსოფლმხედველობა კი გაიზარდა ( ნამდვილად)..

ყველაზე მაგარი დრო ვატარე აბიტურიენტობის დროს და ახლაც, რომ ვიხსენებ, ვფიქრობ, რომ ზედმეტიც მომივიდა .. ალბათ, ამიტომაა ახლა რომ ჩვეულებრივად ვარ, გრძნობებისგან ზედმეტად დაცლილი..

ადრე (და ახლაც) ყველა მეუბნებ(ოდ)ა, რომ სტუდენტობას არაფერი ჯობს, მაგრამ მომავალო თაობავ, არავინ მოგატყუოთ ჩემსავით, სტუდენტობაში არაჩვეულებრივი ჯერ მაინც არაფერია )) განსაკუთრებით იმაში არ მოტყუვდეთ რომ ჯავახიშვილში ჩააბაროთ, გეპეი ფორევა :დდ

რჩევები პატარებს: გაატარეთ დიდი დრო მეგობრებთან და ისწავლეთ საშუალოდ, არც ისე, რომ გამოლენჩდეთ და არც ისე, რომ ასათიანზე მოხვდეთ (მგონი იქ აღარაა საგიჟეთი, მარა მაინც :დ )

ხვალ საშინელი დღე მაქვს, (მაღლივს ერიდეთ), წესით ყველა ნორმალური ახლა პოლიტიკის მეცნიერების კითხვას დაიწყებდა, მე კი აქ ვბლადუნობ J    მოკლედ რა ხდება და შუალედურების კვირაა ჩვენთან, თსუ-ში,  ხვალ კი სწორედ რომ პოლიტოლოგიაში მაქვს კოლოქვიუმი,  ვიბრიდები (პირდაპირი მნიშვნელობით)..

აღვნიშნავ იმასაც, რომ ამ პერიოდში კიდევ უფრო ჩამითრია ფოტოგრაფიამ.. და მე მაქვს რამდენიმე სერიოზული შედევრი ^^  (შეგიძლიათ იხილოთ ფეიბუქის ჩემ გვერდზე)

რამდენიმე  სიტყვით მინდა ჩემს ჯიგარსონასაც შევეხო, აი, ძალიან, ძალიან კარგი ხარ, მაგრამ დღეს მომაცდინე, მაინც კარგი ხარ )) პრინციპში სულ მე ხო არ მოგაცდენ (ან სულ მე ხო არ ვიქნები კარგი) ^^ მებედნიერები ❤

ჯექსონა და ჯიგარსონა ^^

ჩემი აპრილი ♥

მას შემდეგ აღარ დამიწერია.. მომენატრეთ, რაღაცნაირად ძალიან, ამიტომ გადავწყვიტე რამე დამეწერა, ბევრი არც მიფიქრია, მინდა ჩემს თვეზე, ჩემს საყვარელ თვეზე, აპრილზე მოგიყვეთ..

აპრილი – (როგორც მოგეხსენებათ) გაზაფხულის თვეა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და შემოდგომისა — სამხრეთ ნახევარსფეროში..

აპრილის ზოდიაქოს ნიშნებია ვერძი და კურო.. რასაკვირველია მეც პირველი ვარ და შესაბამისად ვერძის ნიშნის ქვეშ ვერთიანდები უამრავ ნიჭერ ადამიანთან ერთად :))  10 აპრილოო, გელოდებიი.. (სრულწლოვანი ვხდები თან)..

აპრილი იწყება კვირის იმავე დღეს, როგორც ივლისი ჩვეულებრივ წლებში, და როგორც იანვარი — ნაკიან წელში..ჩემი აპრილი

საინტერესოა მე მგონი, ხოო?? :)) -კიი..))

ახლა კი ჩემს უკვდავ და შესანიშნავ მკითხველს ვუკეთებ სურპრიზს.. (მოკლედ) გაეცანით ..

01 აპრილი – ტყულის დღე (საქართველო).
02 აპრილი – საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე.
03 აპრილი – პალმების დღესასწაული (იამაიკა).
04 აპრილი – პიანინოს ამწყობების საერთაშორისო დღე.
05 აპრილი – სისუფთავის დღე (ჩინეთი).
06 აპრილი – ტრამვაის დაბადების დღე (რუსეთი).
07 აპრილი – ჯანმრთელობის დღე.
08 აპრილი – ციგნების საერთაშორისო დღე.
09 აპრილი – 9 აპრილის ტრაგედია.
10 აპრილი – წინააღმდეგობის გაწევის საერთაშორისო დღე. (ეს ჩემიი))
11 აპრილი – მუზეომის დღე.
12 აპრილი – ავიაციის და კოსმონავტების დღე.
13 აპრილი – როკ-ენ-როლის დღე.
14 აპრილი – ახალი წელი (ლაოსი).
15 აპრილი – რადიო ელექტრიების დღე.
16 აპრილი – მეცნიერების საერთაშორისო დღე.
17 აპრილი – ვნებიანი კვირეული.
18 აპრილი – ისტორიული ძეგლების საერთაშორისო დღე.
19 აპრილი – გაუნათლებლობის დღე (ვიეტნამი).
20 აპრილი – ცისა და ოკეანეების ღმერთის მაცუს დღე (ჩინეთი).
21 აპრილი – რომის შექმნის დღე.
22 აპრილი – დედამიწის დღე.
23 აპრილი – ველოსიპედის დღე.
24 აპრილი – ინდაურის დღე.
25 აპრილი – იტალიის ფაშიზმისგან განთავისუფლების დღე.
26 აპრილი – მდივნის საერთაშორისო დღე.
27 აპრილი – მსუქნების დღე.
28 აპრილი – ჭიანჭველების დღე (კენია).
29 აპრილი – ცეკვის საერთაშორისო დღე.
30 აპრილი – მეხანძრეების დღე.

 

უგაგიჟებულესი სმაილი ))

imagesაი, დადგა ის ბედნიერი წამიც, როცა ქართულიდან გამოვედი და პირველად ჩემს ცხოვრებაში ჩემმა დამ სასიხარულო ამბავი მამცნოო, ჩემი ბლოგი, ჩვენი ბლოგი პირველ ადგილზე გავიდა.. მადლობა მკითხველს.. თქვენ.. უბედნიერესი ვარ,  უგაგიჟებულეს სმაილს ვგავარ )) რადგან დამიფასდა ის ღვაწლი, რომელიც გავიღე მთელი ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა მეც მსიამოვნებდა ბლოგის მართვა, მაგრამ სულ სხვა გრძობაა, როცა რაღაცისთვისაც იბრძვი )) ხოდა ასეე, ჟანა უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის, მართლა უჯიგრესი ადამიანი ხარ, ძალიან დიდ პატივს გცემ, მიყვარხარ ❤ ჩემოო ლიააა, შენ მაინც ვერ დაგტყუე ის სიტყვა “გილოცავ”, არაუშავს ))  განსაკუთრებით ჩემი მეგობარი ბლოგების გამარჯვებამ გამახარაა, სალო, თაკო, მაკო, შევძელით )) ❤ უღრმესი მადლოობა ჩვენს “ბილიკს”, ქ-ნ მარი მღებრიშვილს და  ბატონ სანდრო ასათიანს)) მოკლედ ისეთი გახარებული ვარ ვერაფერს ვწერ, მოკლეეედ მიხარიააა, იეჰააა ))))) (ამდენ მადლობას გრემის დაჯილდოვებაზეც კი არ ამბობენ ხოლმე, მაგრამ მთავარია არ დავივიწყოთ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად, ყველაფერში გვეხმარებიაან ))

პიროვნული ზრდის სამყარო

მიმღებლობა, მადლიერება, სიყვარული აგავსებს ნათელი ენერგიით და შენ სამყაროში დაამკვიდრებს ჰარმონიას

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

Georgian Energy News

GENERGYNEWS.WORDPRESS.COM

სამოქალაქო კლუბი "კრეატივი"

ჩვენ კრეატიულები ვართ

მოქალაქე ჟურნალისტი

ამ ბლოგის მიზანია ჩვენს ირგვლივ მიმდინარე პრობლემების გაზიარება საზოგადოებისათვის

დაBLOGილი

think of an idea to change our world and put it into action

Caucascapades

Caucasus related Books, Music, Photos, Articles and Travel

psycho888

The greatest WordPress.com site in all the land!

Nozadzeblog

"იყავი საზოგადოების აქტიური მოქალაქე"

,,ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა"

,,იგი ყველაფერი არ არის, მაგრამ მის გარეშე ყველაფერიც არაფერია''

bestmommies

ბლოგი ორსულობის, ბავშვის მოვლისა და განვითარების შესახებ

ერთად დავიცვათ ბუნება

Smile! You’re at the best WordPress.com site ever

ჩემი ბუნება ☺♥☺

თუ არ იქნებიან შენნაირი ადამიანები, ვისაც სამყაროს ბედი ადარდებთ , სამყარო უკეთესი არ გახდება, არაფერი არ შეიცვლება..