missbeyfan

საფრთხეები, რომლებიც ემუქრება ბიომრავალფეროვნებას

ბუნებრივ ეკოსისტემებზე ზემოქმედებს მრავალი ფაქტორი ახდენს. მათ შორის მნიშვნელოვანია ადამიანის მიერ მიწის არასწორი გამოყენება. კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ეკოლოგიური ზიანი შეიძლება არ იყოს ისეთი მასშტაბური, როგორიც არასწორი მიწათსარგებლობით გამოწვეული შედეგები.  რამდენად სერიოზული იქნება კლიმატის გლობალური დათბობის შედეგები, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სისწრაფით მოხდება კლიმატის ცვლილება. ფრინველებსა და ცხოველებს შეუძლიათ, გადაადგილდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე, ხოლო თაობების განვითარება სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ დათბობა ნელი ტემპით მოხდება, მცენარეები ნელ-ნელა გადაინაცვლებენ ჩრდილოეთისაკენ (ჩრდილო ნახევარსფეროში). თუ გლობალური დათბობა მოხდება ისეთი სიჩქარით, რომელიც აღემატება ხეების სახეობათა უდიდესი ნაწილის გადაადგილების სიჩქარეს, მაშინ მოსალოდნელია ტყის არსებული ტიპების გაქრობა და მათი ჩანაცვლება ტყის ახალი ეკოსისტემებით. ტყეების დიდი ნაწილი გაუძლებს მომავალი ერთი საუკუნის მანძილზე ტემპერატურის მატებას 0.55-1.65°C ფარგლებში, მაგრამ ტემპერატურის მატება 2.75-5.5°C ფარგლებში იმავე პერიოდის განმავლობაში (რაც ნაკლებად მოსალოდნელია) სერიოზულ პრობლემებს შექმნის.მკვდარი თევზები

ტემპერატურის საგრძნობლად მომატების შემთხვევაში მოსალოდნელია დაავადებების მომატება, ტყის მასივების განადგურება და რა თქმა უნდა ტყის ბინადარი ცხოველები და მცენარეებიც აუცილებლად მოექცევიან ზემოქმედების ქვეშ.

დღეისათვის არ არის გარკვეული, შემცირდება თუ არა ბიოლოგიური მრავალფეროვნება იმ შემთხვევაში, თუ კლიმატის ცვლილება სწრაფი ტემპით მოხდება, თუმცა მოსალოდნელია, რომ სახეობათა ახალი შემადგენლობა იყოს სიცხის მიმართ უფრო გამძლე და მაღალ ტემპერატურასთან ადაპტაციის უნარის მქონე. ველური ბუნება შეეგუა კლიმატის ცვლილებებს მილიონობით წლების განმავლობაში. კლიმატის იმ ცვლილებებისგან განსხვავებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა წარსულში, ამჟამად სატრანსპორტო მაგისტრალმა გზებმა, ინფრასტრუქტურამ და ბუნებრივი გარემოს სხვა ცვლილებებმა შეიძლება გადაკეტონ ბიომრავალფეროვნების მიგრაციული გზები, ან სხვაგვარად შეზღუდონ მათი ადაპტაციის პროცესი.

 

წყარო: სახელმძღვანელო-“კლიმატის გლობალური ცვლილება და საქართველო”

3 Comments

  1. ძალიან საინტერესოა🙂 და სახიფათო, საშიში

  2. chemi azrit aaucileblad shemcirdeba biomravalferovnebaaa, tu ki ase gagrdzeldaa

  3. eka_khubuluri@mail.ru

    dzalian sainteresoa…:):)imedia agar gagrdzeldeba es yovelive

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

Georgian Energy News

GENERGYNEWS.WORDPRESS.COM

სამოქალაქო კლუბი "კრეატივი"

ჩვენ კრეატიულები ვართ

მოქალაქე ჟურნალისტი

ამ ბლოგის მიზანია ჩვენს ირგვლივ მიმდინარე პრობლემების გაზიარება საზოგადოებისათვის

დაBLOGილი

think of an idea to change our world and put it into action

Caucascapades

Caucasus related Books, Music, Photos, Articles and Travel

ბლოგი "ჩვენ"

ლესია უკრაინკას სახელობის სურამის №3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ბლოგი!

psycho888

The greatest WordPress.com site in all the land!

სამოქალაქო კლუბი "ფორჯი"

სლოგანი: "ერთად საქართველოსთვის"

Nozadzeblog

"იყავი საზოგადოების აქტიური მოქალაქე"

,,ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა"

,,იგი ყველაფერი არ არის, მაგრამ მის გარეშე ყველაფერიც არაფერია''

bestmommies

ბლოგი ორსულობის, ბავშვის მოვლისა და განვითარების შესახებ

%d bloggers like this: