missbeyfan

გილოცავთ!..♥

ესეც ჩემი პირველი პოსტი 2013 წელს🙂 დიდი მოლოდინისა და სტატუსების კითხვის შემდეგ, რომ მალე ახალი წელი დადგებოდა,
2013-იც მოვიდა..

“აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი… რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ?”  

მე მართლა ასე ვარ, რაღაცნაირად იმედგაცრუებული, თუმცა ვიმედოვნებ დღეს ყველაფერი შეიცვლება, დღეს ჩემს მეგობრებს ვნახავ ♥..   

ალბათ, ჩემნაირად ბევრი არ ხართ, ან რომც არ იყოთ რაა, ჩემი ვალია ყველას მოგილოცოთ და გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო, რაც თქვენ გსურდეთ, პირველ რიგში კი ღვთის წყალობა მინდა თქვენთვის..

მოლოცვით “ბევრმა” არ მომილოცა, გასულ წლებთან შედარებით, ალბათ, იმიტომ, რომ მე აღარ ვაგზავნიდი პირველი ესემესს.. თუმცა მომილოცეს ჩემმა ძვირფასმა ადამიანებმა.. მომილოცეს მათაც, ვისგანაც საერთოდ არ მოველოდი, თუმცა რამდენიმეს მოლოცვას ახლაც ველოდები, ვნახოთ როდის გამოვლენ ე.წ. ბახუსიდან და როდის გამიხსენებენ..

2013 წელი მეტად უცნაურად დაიწყო, ბევრი ასაფეთქებელი წინა დღეებშივე შევიძინე და გადაწყვეტილი მქონდა, როგორც კი ბოლო მასწი დამითხოვდა “მეგიჟა”, თუმცა ნურას უკაცრავად, მე წყნარი ვარ, თუმცა ჩემი ასაფეთქებლებით მე ვიყიდე ჩემი პატარა დეიდაშვილები და 2 “კაი ყმა” დავიქირავე🙂 ეს ისე..  12 საათს, აი ასე, რომ წერია ხოლმე 00:00 აივანზე შევხვდი და ისეთი ლამაზი სანახაობის მომსწრე გავხდი, რომ ბედნიერი ვიყავი, რადგან საქართველოში კიდევ არიან ბავშვები, “დიდი” ბავშვებიც..🙂

ხოო, ახლა პირველია, ყველას სძინავს (თან რამდენი ხალხია), მაგრამ მე, როგორც ყოველთვის ტოროლა ვარ🙂

მოსალოცი ახლა თუ არა, გაისად გვექნება, მთავარია არ დავკარგოთ მომავლის იმედი..

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს, როგორც თქვენ ჩემო მკითხველო♥, ასევე ჩემს ბლოგსაც🙂

ხო მართლა, რაც შეეხება საჩუქრებს, ჩემთვის თოვლის ბაბუას თავი არ გამოუჩენია, უბრალოდ ჩემმა კეთილისმსურვებლებმა მაჩუქეს რამდენიმე საახალწლო “ნივთი”(სხვა რა ვუწოდო ვერ ვიგებ🙂 ) იმედი მაქვს, თვენათან მაინც იყო თოვლის ბაბუ..

მოგეხსენებათ და 2013 წელი გველის წელია, ხოდა მე უკვე მესმის სისინი🙂

9 Comments

  1. მედე კიდევ ერთხელ გილოცავ და შენი ბლოგის საშუალებით მინდა შენს მკითხველსაც მივულოცო, რაც ყველაზე მთავარია ჯანმრთელობას, ღვთის წყალობას და წარმატებებს გისურვებთ :*🙂

  2. გილოცავთ ყველას და და გისურვებთ ოცნებების ახდენას )) მაგრად გისვრიათ გორში..ვიდეო მომეწონა🙂

  3. Tovlis babuebi momewona me yvelaze metad .. ra sayvarlebi araian🙂

  4. yvelaas gilocaaavtt, sul siyvaruli da warmatebebi dagbedebodet🙂

  5. mec gilocaav mede…:*:* yvelas vinc es posti waikitxa da vinc ar waikitxaa vulocaav axal 2013 wels:*:*

  6. If most people buying just for looks most are nice. I acquired them for my partner and the girl loves these products. Audio wise they are really not the perfect but will always be better compared to those whitened earbuds. They furthermore get relatively loud. Will damaged your eardrums after a couple of hours though.

  7. მშვენიერი პოსტი გამოგსვლია ქალავ,,გისურვებ ყველა მიზნის ასრულებად და იას რაც ორივეს ძალიან გვინდა,,, ბევრს აღარ ვილაპარაკებ და მიყვარხარრ ძალიან,, ღმერთი გფარავდეს

    • ყველას დიდი მადლოობა,, მეც კიდევ ერთხელ გილოცავთ, სალოო 2-ივეს აგვიხდება🙂 მადლობა :*

  8. ჩემო მედეა მეც გილოცავ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებ :*:*
    მხნე იყავ და განძლიერდი! :* ))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

Georgian Energy News

GENERGYNEWS.WORDPRESS.COM

სამოქალაქო კლუბი "კრეატივი"

ჩვენ კრეატიულები ვართ

მოქალაქე ჟურნალისტი

ამ ბლოგის მიზანია ჩვენს ირგვლივ მიმდინარე პრობლემების გაზიარება საზოგადოებისათვის

დაBLOGილი

think of an idea to change our world and put it into action

Caucascapades

Caucasus related Books, Music, Photos, Articles and Travel

ბლოგი "ჩვენ"

ლესია უკრაინკას სახელობის სურამის №3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ბლოგი!

psycho888

The greatest WordPress.com site in all the land!

სამოქალაქო კლუბი "ფორჯი"

სლოგანი: "ერთად საქართველოსთვის"

Nozadzeblog

"იყავი საზოგადოების აქტიური მოქალაქე"

,,ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა"

,,იგი ყველაფერი არ არის, მაგრამ მის გარეშე ყველაფერიც არაფერია''

bestmommies

ბლოგი ორსულობის, ბავშვის მოვლისა და განვითარების შესახებ

%d bloggers like this: