missbeyfan

იგრძენით მიწისძვრა? დაგვიანებული 21 თუ მორიგი მოვლენა?

მიწისძვრა ბუნების ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე მოვლენაა. იგი მსხვერპლის რაოდენობითა და დამანგრეველი მოქმედებით აღემატება ყველა სხვა ბუნებრივ კატასტროფას. ადამიანი დღესაც კი უძლურია ამ სტიქიის წინაშე და დღესაც ის იწვევს დიდ მსხვერპლს, ნგრევას და ზარალს.

არ მოჰყოლია არც მსხვერპლი და არც ნგრევა დღევანდელ მიწისძვრას, თუმცა ძალიან კი ააფორიაქა ხალხი. მიწისძვრის ეპიცენტრი შავ ზღვაში, ხმელეთიდან დაახლოებით 40 კმ-ში. დღევანდელი მიწისძვრის სიძლიერე კი 5,9 ბალს შეადგენდა და ყველაზე მეტად ანაკლიაში მცხოვრებლებმა იგრძნეს. არ ვცხოვრობ ანაკლიაში, თუმცა მეც ვიგრძენი, ცოტა არ იყოს და შემეშინდა, უბრალოდ არაფერი ვთქვი, ან როგორ მეთქვა პირველად ვიყავი ისტორიის მასწავლებელთან, დასალაპარაკებლად მივედი და მიწისძვრა მივიტანე, ხვალ რომ სამეცადინოდ მივალ ნეტავ რა მოხდება🙂
სეისმოგრაფი

ეპიცენეტრიდან წარმოქმნილი სეისმური ტალღები დრეკადი ტალღებია. განარჩევენ გრძივ და განივ სეისმურ ტალღებს. (P) გრძივ სეისმურ ტალღებში რხევა მიმდინარეობს ტალღის გავრცელების მიმართულებით, ხოლო (S) განივ სეისმურ ტალღებში კი ტალღის გავრცელების პერპენდიკულარულად.

საქართველოში სეისმური ქსელის მუშაობაზე პასუხისმგებელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში არსებული სეისმური მონიტორინგის ცენტრი. ამჟამად ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს 30 ასეთი დაკვირვების წერტილი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე – ციფრული სეისმოგრაფებით. აღნიშნული აპარატურა მუდმივ რეჟიმში მუშაობს და ზომავს მიმდინარე სეისმურ ფონს ყოველ სეისმურ სადგურზე.

სეისმური მონაცემები 10 სადგურიდან დროის რეალურ რეჟიმში გადმოიცემა თბილისში არსებულ ცენტრში თანამედროვე კავშრგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით (სატელიტური და რადიო გადამცემები, ინტერნეტ კავშირის რამდენიმე ტიპი).სეისმოგრაფი

თანამერდოვე ალბათური სეისმური საშიშროების რუკები იგება გარკვეული მოლოდინის პერიოდისთვის (ჩვენსშემთხვევაში 50 წელი) და სხვადასხვა ალბათობებისთვის. მაგალითად 8-ბალიანი ზონა 2 % ალბათობის რუკაზე ნიშნავს, რომ 50 წლის განმავლობაში მინიმუმ 2 % ალბათობითაა მოსალოდნელი დაფიქსირდეს 8 ბალიანი ინტენსივობის რხევები. აქვე შევნიშნოთ, რომ ამ რხევების გამომწვევი მიწისძვრის ეპიცენტრი სულაც არაა სავალდებულო ამავე ზონაში ფიქსირდებოდეს. სწორედ 2 % ალბათობის სეისმური საშიშროების რუკაა მიჩნეული ნორმატიულ დოკუმენტად საქართველოში, რომლის საფუძველზეც ხდება შენობების სეისმომედეგობის გათვლა.

16 Comments

  1. eka_khubuluri@mail.ru

    me ar gamigiaa….:):*:*

    • ეგ როგორ..? -საკვირველია🙂

  2. გავიგეე, როგორ არაა, ცოტათი შემეშინდა კიდეც🙂

    • ხო მეც თაკო, მთავარია გადავრჩით🙂

  3. saintereso postia, me 21s 21shi velodi😀

  4. 21 ara da 31🙂 ki dafetda xalxi, magram es miwisdzvra imastan araa kavshirshi, amden shish, googleshi maias tomi chaewerat ar erchivnat🙂

    • ერჩივნათ, ნამდვილად ერჩივნათ🙂

  5. მე შემეშინდა ძალიან, უბრალოდ ბავშვთან ერთად ვიყავი და მის შესაშინებლად აღარაფერი ვთქვი , უარესი იყო🙂

    • დიდი გამბედაიბა გამოგიჩენია🙂

      • Abaaa ))))

  6. ანა კეკოშვილი

    მე სავარძელში ვიჯექი ამ დროს და მეგონა ჩემი ძმის ოინებია და ის მაქანავებს მეთქი😀😀😀

    • პატარა ძმა გყავს?? ))

      • ana

        არა დიდი😀

  7. მეც ვიგდძენი :დ

  8. vaimee gavige magram dzalian ar shemshinebiaa :S isee sashinelebaaa

    • კი, ნამდვილად, ახლა გადავრჩით, მაგრამ მიწისძვრა ისეთი საშიშია, რომ..😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

Georgian Energy News

GENERGYNEWS.WORDPRESS.COM

სამოქალაქო კლუბი "კრეატივი"

ჩვენ კრეატიულები ვართ

მოქალაქე ჟურნალისტი

ამ ბლოგის მიზანია ჩვენს ირგვლივ მიმდინარე პრობლემების გაზიარება საზოგადოებისათვის

დაBLOGილი

think of an idea to change our world and put it into action

Caucascapades

Caucasus related Books, Music, Photos, Articles and Travel

ბლოგი "ჩვენ"

ლესია უკრაინკას სახელობის სურამის №3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ბლოგი!

psycho888

The greatest WordPress.com site in all the land!

სამოქალაქო კლუბი "ფორჯი"

სლოგანი: "ერთად საქართველოსთვის"

Nozadzeblog

"იყავი საზოგადოების აქტიური მოქალაქე"

,,ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა"

,,იგი ყველაფერი არ არის, მაგრამ მის გარეშე ყველაფერიც არაფერია''

bestmommies

ბლოგი ორსულობის, ბავშვის მოვლისა და განვითარების შესახებ

%d bloggers like this: