missbeyfan

მაჩუ-პიქჩუ და ჩემი დაბრუნება

გამარჯობა მკითხველო, თითქმის ერთი თვეა არაფერი დამიპოსტავს, თუმცა დღეიდან ხშირად შეგახსენებთ ხოლმე თავს და იმედია თქვენც იაქტიურებთ და მრავალად ვიხილავ თქვენს ლაიქებსა და კომენტარებს.

დღეს, მინდა მაჩუ პიქჩუზე მოგიყვეთ…

მაჩუ-პიქჩუ  XV საუკუნის ძეგლია პერუში, კუსკოს რეგიონში,ზღვის დონიდან 2 430 მეტრ სიმაღლეზე. გაშენებულია მდინარე ურუბამბის ხეობის თავზე, მთაგრეხილზე, რომელიც ქალაქ კუსკოდან 80 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. არქეოლოგთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მაჩუ-პიქჩუ აშენდა როგორც ინკების იმპერატორ პაჩაკუტის (1438–1472) მამული. მას ხშირად მოიხსენიებენ „ინკების ქალაქის“ სახელით. მთელს მსოფლიოში, ინკების სამყარო ბევრისთვის სწორედ მაჩუ-პიქჩუს პორტრეტთან ასოცირდება.

მისი მშენებლობა ინკებმა დაახლოებით 1400 წელს დაიწყეს, ერთი საუკუნის შემდეგ კი, როგორც უკვე ინკების იმპერატორის ოფიციალური რეზიდენცია, ესპანელი კონკისტადორების გამოჩენის დროს მიატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ადგილობრივთათვის ცნობილი იყო, დანარჩენმა სამყარომ მასზე 1911 წლამდე არაფერი იცოდა, სანამ ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ამერიკელმა ისტორიკოსმა, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰირამ ბინგემმა არ მოაქცია. ამის შემდეგ, მაჩუ-პიქჩუ მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. შენობათა უდიდესი ნაწილი შერემონტდა, რათა უფრო თვალნათელი გამხდარიყო, თუ როგორ გამოიყურებოდა მაჩუ-პიქჩუ თავდაპირველად. 1976 წლისთვის, ძეგლის 30% უკვე აღდგენილი იყო.  აღდგენითი სამუშაოები დღემდე გრძელდება.

ინკების დაპყრობის დროს, მაჩუ-პიქჩუს შესახებ ესპანელთათვის არაფერი იყო ცნობილი, შესაბამისად იგი შედარებით ხელუხლებლადაა შემონახული, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. 1981 წელს იგი პერუს ისტორიულ ნაკრძალად გამოცხადდა, 1983 წელს კი ის იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.  2007 წელს, საერთაშორისო ინტერნეტ-გამოკითხვაში მაჩუ-პიქჩუ მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დაასახელეს.

არც მე არაფერი ვიცოდი რამდენიმე წლის მაჩუ-პიქჩუს შესახებ და მხოლოდ მას შემდეგ დავინტერესდი ამ ადგილით, რაც Facebook-მა რაღაც აპლიკაციის საშუალებით მითხრა, რომ მე უნდა დავბადებულიყავი იქ… სიმართლე გითხრათ ძალიან მოვიხიბლე, როგორც მისი ისტორიით, აგრეთვე მისი გარეგნული მხარით… თქვენ თუ მოგწონთ ის?    :)

12 Comments

  1. dzalian magari adgili martla, ras ar gavigebdi mis mosanaxuleblad,,, yelaze metadki sheni dabruneba maxarebs chemo blogero :*

    • ki mec dzalian mixaria blogerta samyaroshi dabruneba🙂

  2. martla saocreebaa, vis ar moewoneba mede?🙂

    • ar vici, yovel shemtxvevashi chven mogwons..))

  3. ჩემი გოგო რა კარგი ხარ:*:*:* ერთად წავიდეთ ერთხელ.. )))

    • თუ გინდა ბევრჯერ წავიდეთ ერთად:*

  4. მონდა წასვლააააააააააააააა

    • მეც თათი, დიდი სიამოვნებით წავიდოდი..

  5. ra dzalian lamazi adgiliaa…… rogor momewonaa..:):)

    • ხშირად ადევნე ჩემს ბლოგს თვალი და უფრო მაგარ ადგილებსაც ნახავ..🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

Georgian Energy News

GENERGYNEWS.WORDPRESS.COM

სამოქალაქო კლუბი "კრეატივი"

ჩვენ კრეატიულები ვართ

მოქალაქე ჟურნალისტი

ამ ბლოგის მიზანია ჩვენს ირგვლივ მიმდინარე პრობლემების გაზიარება საზოგადოებისათვის

დაBLOGილი

think of an idea to change our world and put it into action

Caucascapades

Caucasus related Books, Music, Photos, Articles and Travel

ბლოგი "ჩვენ"

ლესია უკრაინკას სახელობის სურამის №3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ბლოგი!

psycho888

The greatest WordPress.com site in all the land!

სამოქალაქო კლუბი "ფორჯი"

სლოგანი: "ერთად საქართველოსთვის"

Nozadzeblog

"იყავი საზოგადოების აქტიური მოქალაქე"

,,ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა"

,,იგი ყველაფერი არ არის, მაგრამ მის გარეშე ყველაფერიც არაფერია''

bestmommies

ბლოგი ორსულობის, ბავშვის მოვლისა და განვითარების შესახებ

%d bloggers like this: