missbeyfan

ჩვენ ისევ ვუფრთხილდებით გარემოს!

მოგესალმები უსაყვარლესო მკითხველო, ცოტა არ იყოს და მომენატრეთ…

ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ როგორ დამეწყო ეს პოსტი და მგონი მივაგენი საუკეთესო იდეას, იდეებთა დიდ მორევში…

ბედნიერი ვარ… ჩვენს გარემოზე კიდევ ზრუნავენ, ჩვენი გარემოს გაუმჯობესებისათვის კიდევ იწერება პროექტები და მიხარია ისიც, რომ ამაზე მეტწილად „თინეიჯერები“,  ფიქრობენ…

რამდენიმე კვირის წინ მეგობარმა ფოტოკონკურსის შესახებ მითხრა, ბევრი არც მიფიქრია, თუ როგორი ფოტო გამეგზავნა ან რა იქნებოდა პრიზი, უბრალოდ ფოტო გავაგზავნე, (ერთადერთი მოთხოვნა კონკურსში ის იყო, რომ ფოტო აუცილებლად ჩვენი გადაღებული უნდა ყოფილიყო). აი, ჩემი ფოტო   -> -> ->

მგონი მართლა კარგია, თან რომ მახსენდება ფოტოს გადაღებისას რას ვგრძნობდი,🙂🙂 :)აღტაცებული ვიყავი ჩვენი ქვეყნით და ბედნიერი ვიყავი, რომ ქართველი ვარ! (ამით ახლაც ვამაყობ)…
პატრიოტიზმა გამიტაცა და დამავიწყდა რასაც გიყვებოდით, ხო, ე.ი. რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი ფოტო შეირჩა და, რომ 27 ოქტომბერს ტრენინგზე მელოდებოდნენ… რა თქმა უნდა პროექტის ორგანიზატორი არ გავაწბილე და ტრენინგზე პუნქტუალურად (როგორც მჩვევია ხოლმე :)) მივედი… ტრენინგი ეკოლოგიაზე აღმოჩნდა, სწორედ ამ დღეს გავარკვიე, თუ რა საქმეში ამოვყავი თავი შემთხვევით, რაღა დავმალო და ტრენინგს არც თუ ისე მნიშვნელოვნად ვაფასებდი, რადგან ეკოლოგიის თემაზე რამდენიმე ტრენინგი მაქვს გავლილი, მაგრამ როდესაც პროექტის ორგანიზატორმა ტრენინგს გარკვეული „ჟილკა“(ბოდიში ჟარგონისთვის, უბრალოდ ამ სიტყვის დეფინიცია არ მაქვს) მისცა, აზარტში შევედი, საქმე მაისურს ეხებოდა, აი, ამ წარწერით  -> -> ->

და დღეს ეს მაისური უკვე ჩემია…🙂🙂🙂
ყველაზე მნიშვნელოვანი აი რაა… ჩვენ ისევ ვუფრთხილდებით გარემოს, პროექტის შემდეგი ეტაპი გარკვეული ტერიტორიის დასუფთავება და ნერგების დარგვა იყო, ამ აქტივობებმაც კარგად ჩაიარა, პროექტი მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგან მის განხორციელებას ესწრებოდნენ სტუმრები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან…. იმდენად წარმატებული იყო ნერგების დარგვა, რომ „აქტიური გამვლელებიც“ მონაწილეობდნენ მასში…

პირადად მეც დიდი წვლილი შევიტანე გარემოს „გაფრთხილებაში“ და რამდენიმე ნერგიც დავრგე…

და ბოლოს: მე მჯერა მომავალი თაობის, თაობის, რომელიც ჩვენზე აქტიური იქნება და, რომელიც ჩვენზე მეტად გაუფრთხილდება გარემოს, დაიცავს თითოეულ ხეს და არათუ გაანადგურებს და მოჭრის მას, არამედ თუნდაც ერთს დარგავს… თითოეული ნერგი მომავლისთვისაა და თითოეული ჩვენგანიც ხომ მომავლისთვის ვცხოვრობთ.

2 Comments

  1. მედი ძალიან კარგია ასე აქტიურად რომ ხარ ჩაბმული ბუნების დაცვის საქმეში. შენ არა მარტო შენი აქტივობებით ზრუნავ მომავალ თაობაზე, არამედ შენი ბლოგიც დიდ სამსახურს უწევს ისეთ დიდ საქმეს, როგორიც ბუნების დაცვაა. შენ შენი ბლოგით მოუწოდებ მკითხველს, რომ ჩაებან ამ მეტად მნიშვნელოვან პროცესში და თავიანთი წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვაში.

    • დიდი მადლობა ჟანა, მე ყველაფერს ვაკეთებ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვცდილობ შესაძლებლობის ფარგლებში ბუნების დაცვას.. და რა თქმა უნდა ყველას მოვუწოდებ ამისაკენ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

Georgian Energy News

GENERGYNEWS.WORDPRESS.COM

სამოქალაქო კლუბი "კრეატივი"

ჩვენ კრეატიულები ვართ

მოქალაქე ჟურნალისტი

ამ ბლოგის მიზანია ჩვენს ირგვლივ მიმდინარე პრობლემების გაზიარება საზოგადოებისათვის

დაBLOGილი

think of an idea to change our world and put it into action

Caucascapades

Caucasus related Books, Music, Photos, Articles and Travel

ბლოგი "ჩვენ"

ლესია უკრაინკას სახელობის სურამის №3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ბლოგი!

psycho888

The greatest WordPress.com site in all the land!

სამოქალაქო კლუბი "ფორჯი"

სლოგანი: "ერთად საქართველოსთვის"

Nozadzeblog

"იყავი საზოგადოების აქტიური მოქალაქე"

,,ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა"

,,იგი ყველაფერი არ არის, მაგრამ მის გარეშე ყველაფერიც არაფერია''

bestmommies

ბლოგი ორსულობის, ბავშვის მოვლისა და განვითარების შესახებ

%d bloggers like this: