missbeyfan

არა!

მოგესალმები მკითხველო, მინდა შევეხო ისეთ დიდ და გადაუჭრელ პრობლემას, როგორიც ხე-ტყის ჩეხვააა…  პოსტს რამდენიმე ნაწილად გავყოფ, თავდაპირველად მოგიყვებით ტყის მნიშვნელობაზე…

ტყე არის გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილი, იმ ხეების, ბუჩქებისა და ბალახების, აგრეთვე – ცხოველებისა და მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან ბიოლოგიურად და ახდენენ ზეგავლენას როგორც ერთმანეთზე, ასევე გარემოზეც.

ტყე დედამიწის ეკოლოგიურ სისტემათა მთლიანი კომპლექსისთვის გლობალური და სასიცოცხლო ფაქტორია. ის დედამიწაზე ცოცხალი ნივთიერების ერთ-ერთი აკუმულატორია, რომელიც აკავებს ბიოსფეროში მთელ რიგ ქიმიურ ელემენტებსა და წყალს, აქტიურად ურთიერთქმედებს ტროპოსფეროსთან და განსაზღვრავს ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ბალანსის დონეს.

ბიოსფეროში ჟანგბადის 60%-ზე მეტს გამოყოფს ხმელეთის მცენარეულობა და მისი მთავარი კომპონენტი – ტყე. 1 ჰექტარი შერეული ტყე წელიწადში 13-17 ტ. ნახშირორჟანგს შთანთქავს და 10-15 ტ. ჟანგბადს გამოყოფს. ის მრავალრიცხოვანი რესურსის (მერქანის,ქერქის, ტოტების, ფოთოლის, ნაყოფის, თესლის, სოკოს…) უმდიდრესი წყაროა. ყველაზე დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოყოფს ალვის ხე, ჟანგბადის დიდი რაოდენობით გამოყოფით ასევე გამოირჩევიან მუხა და ცაცხვიც. უფრო ნაკლებ ჟანგბადს გამოყოფენწიწვოვანი მცენარეები, ფიჭვი ნაძვი და ა.შ. თვითონვეა უმდიდრესი ბიოლოგიური რესურსი, რომელსაც აღდგენის უნარი ახასიათებს და აქვს დიდი წყალშემნახავი, ნიადაგდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი, სანიტარულ-ჰიგიენური მნიშვნელობა. ამიტომაც ტყის დაცვასა და მის რაციონალურ გამოყენებას უდიდესი სახელმწიფოებრივი, სამეურნეო და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

აი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ხე-ტყის დიდ მარაგს, მაშინ, როცა ყველაზე მეტადაა გამკაცრებული ზომები და უკანონო ხე-ტყის ჩეხვა კანონითაა აკრძალული, მაინც დიდი რაოდენობით იჩეხება ტყე და რა უნდა მოვიმოქმედოთ ჩვენ მოსახლეობამ?? -ჩვენ არაფერი შეგვიძლია, უბრალოდ უნდა დავანებოთ თავი 1 ხის მოჭრასაც კი… ახლა, კი გთავაზობთ, ერთ ვიდეოს, რომელსაც შემთხვევით წავაწყდი და რომელიც, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა.

მინდა მოგიწოდოთ: 

5 Comments

  1. ხო ეს ყველაფერი ძალიან კარგი მედეა. მე რა თქმა უნდა არ ვჭრი უკანონოდ ხეს და არც მომხრე ვარ იმის რომ ტყე გაიჩეხოს, როცა ყველაზე მეტად ბუნება მიყვარს და მას ვეტრფი. მოდი ვილაპარაკოთ კანონიერ ხის ჭრაზე და დავანებოთ თავი უკანონოს. ესეც ხომ მიუღებელია საზოგადოებისთვის? რა აზრი აქვს უკანონოა ხე-ტყის ჭრა თუ კანონიერი ამას რა აზრი აქვს, როცა ჩვენთვის საზოგადოებისთვის თვითოეული ხე მნიშვნელოვანია. ყველაფერ აქედან გამომდინარე მინდა დავსვა კითხა, რომელიც ყოველ ზამთარს მაწუხებს ორმაგად( რა თქმა უნდა ეს შენი ,როგორც ბუნების დამცველის მიმართ მიმართული კითხვა არ არის) რა ქნას საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც ხის რესურსის გარდა ვერაფრით თბება ზამთრობით? თუნდაც ჩემი ოჯახი და კიდევ მოსახლეობის 70 %, ამ შემთხვევაში საზოგადოების შინაგანი შეგნება უკვე არაფერ შუაშია. რადგან სხვა გზა არ გვრჩება. როგორ ფიქრობ ჩვენ მოვაგვარებთ ამ პრობლემას? სანამ საქართველო ფეხზე არ დადგება სათბობი რესურსის ყველა მოსახლეზე განაწილების მხრივ, პრობლემა მანამდე იარსებებს( პოლიტიკური კრიტიკა გამოვიდა მაგრამ ასეა და რას ვიზამთ)

  2. სალო მადლობ ასეთი გულწრფელი კომენტარისთვის, მართლა კრიტიკული წერილივით გამოგივიდა, მაგრამ რას ვიზავთ, სრული ჭეშმარიტებაა.. აბსოლიტურად გეთანხმები, ამ პრობლემა მოსახლეობა თავად ვერ გადავწყვეტთ და აღსანიშნავია ისიც, რომ ვერც მთავრობა ახლო მომავალში, უბრალოდ ძალიან ძნელია..

  3. ნუკი ))

    yochag mede, dzalian kargia, gilocav winaswar intervius:D

  4. ნათია ))

    მეც ჩავერთობი თქვენს დისკუსიაში და ჩემ აზრსაც მოგახსენებთ: იმ შემთხვევაში, როცა ადამიანს სცივა და სხვა გამოსავალი არ აქვს, რა თქმა უნდა, უნდა მოჭრას ხე, უბრალოდ თავს ვერ დაიღუპავს, მაგრამ დანარჩენნი ვინც ბიზნესისთვის ჩეხენ და შემდეგ ყიდიან, უბრალოდ სამარცხვინოა და მიუღებელია ჩემთვის მათი ქმედება, მაგრამ, როგორც 1 ჩვეულებრივი საქართველოს ახალგაზრდა, ამ კუთხით მე უძლური ვარ….

    • მართალი ხარ ნათი, გეთანხმები, მაგრამ მაინც რამე უნდა ვცადოთ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

Georgian Energy News

GENERGYNEWS.WORDPRESS.COM

სამოქალაქო კლუბი "კრეატივი"

ჩვენ კრეატიულები ვართ

მოქალაქე ჟურნალისტი

ამ ბლოგის მიზანია ჩვენს ირგვლივ მიმდინარე პრობლემების გაზიარება საზოგადოებისათვის

დაBLOGილი

think of an idea to change our world and put it into action

Caucascapades

Caucasus related Books, Music, Photos, Articles and Travel

ბლოგი "ჩვენ"

ლესია უკრაინკას სახელობის სურამის №3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ბლოგი!

psycho888

The greatest WordPress.com site in all the land!

სამოქალაქო კლუბი "ფორჯი"

სლოგანი: "ერთად საქართველოსთვის"

Nozadzeblog

"იყავი საზოგადოების აქტიური მოქალაქე"

,,ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა"

,,იგი ყველაფერი არ არის, მაგრამ მის გარეშე ყველაფერიც არაფერია''

bestmommies

ბლოგი ორსულობის, ბავშვის მოვლისა და განვითარების შესახებ

%d bloggers like this: