missbeyfan

შემოდგომა დადგა და…

აი, შემოდგომაც დადგა, წელიწადის დრო, რომელიც ყოველთვის ყველაზე მეტად მომწონდა, დრო, რომელიც ყოველთვის ყვითელი ფერის ფოთლებთან ასოცირდებოდა…ეს არის იყო, როდესაც სიამოვნებით გავდიოდი ქუჩაში და ვაკეთებდი ჩემთვის ყველაზე საყვარელ და საინტერესო საქმეს-ვფიქრობდი… ვფიქრობდი უაზროდ ბევრს, დაუსრულებლად.. ვხედავდი ჩემს წინ მოხუცი ხალხი ხელ-ჩაკიდებულები მიდიოდნენ და უბრალოდ ბედნიერი ვიყავი…ეს, ღრმა ბავშვობაში…ახლა, კი შემოდგომა მხოლოდ სასწავლო წლის დასაწყისთან ასოცირდება ჩემთვის, სწორედ იმ წლის, რომლის ბოლოსაც ალბათ, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგავ და წარმატებით გავივლი მთლიანად წელს…

არა, შემოდგომა ახლაც, მართლა ყველაზე მეტად მიყვარს, პოსტს ვწერ და უფრო და უფრო ვრწმუნდები ამაში, შემოდგომა ხომ ის სეზონია, როდესაც პირველად ავიდგი ფეხი, როდესაც პირველად წარმოვთქვი – დედა… შემოდგომა ხომ ის სეზონია, როდესაც პირველად მივიღე სკოლაში ჯერ 5-იანი, შემდეგ 10 ქულა… შემოდგომა ხომ ის სეზონია, როდესაც პირველად დავწერე ლექსი, რომელიც სხვასაც წავაკითხე და პირველი აპლოდისმენტებიც დავიმსახურე… შემოდგომა უბრალოდ ჩემია, რომელიც წვიმასთან ასოცირდება, ჩემს საყვარელ წვიმასთან, ჩემს გრძნობებთან და ყველაზე მეტად ჩემს მელანქოლიურ ხასიათთან… აი, ასეთია შემოდგომა, აი, ასეთი ვარ მე და აი, ასეთები ვართ მე და შემოდგომა ერთად…

8 Comments

  1. mec miyvars shemodgomaa dzalian lamazii weliwadis droaa

    • კი, ნამდვილად, ძალიან მაგარიაა

  2. “შემოდგომა მხოლოდ სასწავლო წლის დასაწყისთან ასოცირდება ” – ჩემთვისაც მედეე )))

    • თუმცა ბოლომდე რა თქმა უნდა მაინც არა🙂

  3. ვაიმე, როგორ მიყვარს შემდგომა, სეირნობა, წვიმა, ფოთოლცვენა, შემოდგომა მედე ჩვენი სეზონია:*:* ისე რაღაც ძალიან დიდი აკლია ამ პოსტს..რა?? დარწმუნებული ვარ უბრალოდ აღარ გაგახსენდა..ჩვენც შემოდგომაზე გავიცანით ერთმანეთი:*:*:*

    • კი, მახსოვს ნამდვილად, 10 სექტემბერი.. აი…. :* შემოდგომა ჩვენია, მარტო ჩემი, შენია🙂

  4. როგორ მიყვარდა ხოლმე ეს სიმღერა… რათქმაუნდა შემოდგომაც, მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულზე გაგიცანი…ისე ამინდები კი ემთხვევა და🙂🙂 შემოდგომა დადგა და… ხეს ფოთლები გასცვივდა… მე მარტო ვდგავარ ქუჩაში და………………..

    • უეცრად გაწვიმდა…🙂 გაზაფხულიც ძალიან მიყვარს ბევრი მიზეზის გამო🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

Georgian Energy News

GENERGYNEWS.WORDPRESS.COM

სამოქალაქო კლუბი "კრეატივი"

ჩვენ კრეატიულები ვართ

მოქალაქე ჟურნალისტი

ამ ბლოგის მიზანია ჩვენს ირგვლივ მიმდინარე პრობლემების გაზიარება საზოგადოებისათვის

დაBLOGილი

think of an idea to change our world and put it into action

Caucascapades

Caucasus related Books, Music, Photos, Articles and Travel

ბლოგი "ჩვენ"

ლესია უკრაინკას სახელობის სურამის №3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ბლოგი!

psycho888

The greatest WordPress.com site in all the land!

სამოქალაქო კლუბი "ფორჯი"

სლოგანი: "ერთად საქართველოსთვის"

Nozadzeblog

"იყავი საზოგადოების აქტიური მოქალაქე"

,,ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა"

,,იგი ყველაფერი არ არის, მაგრამ მის გარეშე ყველაფერიც არაფერია''

bestmommies

ბლოგი ორსულობის, ბავშვის მოვლისა და განვითარების შესახებ

%d bloggers like this: