missbeyfan

საიდუმლო სასაფლაო

ამ პოსტის დაწერის სურვილი დიდი ხანია მაქვს, თუმცა შიში იმისა, რომ მეც რამე დამემართებოდა,  არ მაძლევდა ამის საშუალებას..

ბერმუდის სამკუთხედი… ალბათ, ყველანი ყველაფერს უკვე კარგად ხვდებით. ამ ადგილზე საინტერესო, ამოუცნობი და საიდუმლოებით მოცული არ მეგულება მთელი დედამიწის არც ზედაპირზე და არც ქანებს ქვეშ, ეს ისე ხუმრობით🙂 .. რამდენი ადამიანი, მკვლევარი ცდილობდა საიდუმლოს ამოხსნას, მაგრამ უშედეგოდ.. მოდით, ერთად გავიგოთ უფრო მეტი რამ ბერმუდის სამკუთხედის შესახებ..

ბერმუდის სამკუთხედი მდებარეობს ატლანტის ოკეანეში.. რაიონი შემოფარგლულია ხაზებით ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე, შემდეგ კი პუერტო რიკომდე და უკან ფლორიდამდე, ბაჰამების გავლით.. ვინც კი ოდესმე ლამობდა ამ ტერიტორიის გავლას, საზღვაო და საჰაერო საშუალებებით, ყველა დაიღუპა ან უბრალოდ გაუჩინარდა, სად არიან დაკარგულები?? -პასუხი მუდამ უცნობია..

ამ გაუჩინარებათა ასახსნელად, სხვადასხვა ჰიპოთეზების დასახელება ხდება, უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან უცხოპლანეტელთა მიერ მოტაცებებამდე. თუმცა, სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარებები არ ფიქსირდება იმაზე ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და ბუნებრივი მიზეზებით აიხსნება. ამავე მოსაზრებას მხარს უჭერს აშშ-ს სანაპირო დაცვა და სადაზღვევო კომპანია Lloyd’s. თუმცა პირადად მე რაღაც განსაკუთრებით საშიშს ვხედავ ბერმუდის სამკუთხედში..

ბერმუდის სამკუთხედში „საიდუმლო გაუჩინარებების“ შესახებ პირველად Associated Press-ის კორესპოდენტმა ჯონსმა ახსენა, 1950 წელს მან ამ რაიონს „ეშმაკის ზღვა“ უწოდა. „ბერმუდის სამკუთხედის“ შესიტყვების ავტორად, ჩვეულებრივ, ვინსენტ გლადისი მიიჩნევა. მან 1964 წელს სპირიტიზმისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია „მომაკვდინებელი ბერმუდის სამკუთხედი“.

XX საუკუნის 60-იანი წლების დასასრულსა და 70-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა მრავალრიცხოვანი პუბლიკაცია ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებების შესახებ.

1974 წელს, ჩარლს ბერლიცმა გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი“, რომელშიც ამ რაიონში სხვადასხვა საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების აღწერები იყო შესული. წიგნი ბესტსელერი გახდა და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ თეორიამ ბერმუდის სამკუთხედის უჩვეულო თვისებების შესახებ განსაკუთრებული პოპულარობა მოიხვეჭა. თუმცა, შემდგომში, გამოაშკარავდა, რომ ზოგიერთი ფაქტი ბერლიცის წიგნში არასწორად იყო გადმოცემული.

1975 წელს, ლოურენს დევიდ კუშემ გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი: მითები და რეალობა“, რომელშიც ის შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ არაფერი ზებუნებრივი და საიდუმლო ამ რაიონში არ ხდება. აღნიშნული წიგნი დაფუძნებულია დოკუმენტებისა და თვითმხილველებთან საუბრების მრავალწლიან კვლევებზე, რომლებმაც მრავალრიცხოვანი შეცდომა და უზუსტობა გამოავლინეს ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს არსებობის მომხრეთა პუბლიკაციებში..

თეორიის მომხრეები უკანასკნელი 100 წლის მანძილზე დაახლოებით 100 მსხვილი საზღვაო და საჰაერო ხომალდის გაუჩინარების შესახებ საუბრობენ. გაუჩინარებათა გარდა, იტყობინებიან ეკიპაჟის მიერ წესიერ მდგომარეობაში მიტოვებული გემების, ასევე სხვა უჩვეულო მოვლენების შესახებ, როგორიცაა უეცარი გადაადგილებები სივრცეში, დროის ანომალიები და ა. შ. კუშემ და სხვა მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ამ შემთხვევებათაგან ზოგიერთი ბერმუდის სამკუთხედის საზღვრებს მიღმა მოხდა. ზოგიერთი შემთხვევის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოპოვება ოფიციალურ წყაროებში ვერ მოხერხდა.. თუმცა მე კვლავ ვაფიქსირებ ჩემ აზრს: ბერმუდის სამკუთხედი განსაკუთრებული და ამოუცნობია, თითოეული მკვლევარისა და ადამიანისთვის..

6 Comments

  1. dato

    ბერმუდის სამკუთხედის გაგონებაზეც კი პატარაობაში შიში მიპყრობდა და ახლაც, ვფიქრობ, რომ ამ ადგილზე ამოუცნობი და საშინელი არ არსებობს..უბრალოდ მინდა ამოიხსნას ყველა ამოცანა მის გარშემო და საბოლოოდ მივიღოთ ყველა კითხვაზე პასუხი…მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ რაღაც მომენტში ასეთი საიდუმლოებით მოცული ადგილი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველია

    • აბსოლიტურად გეთანხმები დავით, მაგრამ მე პირადად საიდუმლოებისთვის ფარდის ახდა მირჩევნია..

  2. ნუკი ))

    მეც ყოველთვის მეშინოდა ბერმუდის სამკუთხედისა, ვფიქრობ, რომ კითხვებზე პასუხს ვერსდროს მივიღებთ და ვინც კი მიიღებს ის, იმწამსვე გაუჩინარდება😦

  3. ვერ დაგეთანხმები სრულიად ნუკი, ასეთი პესიმისტიც ნუ იქნები, გთხოვ ((

  4. ნათია ))

    პირადად ჩემი სუბიექტური აზრია, რომ არ არსებობს ამოუხსნელი არაფერი, უბრალოდ ყველაფერს თავისთავად განსხვავებული დრო სჭირდება…და ბერმუდის სამკუთხედს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელში ყველასთვის ცნობილი გახდება, თუ რა და როგორაა ამ საშინელი ადგილის ირგვლივ….

  5. აბსოლიტურად გეთანხმები ნათი, ყველა კითხვას დრო გასცემს პასუხს, ასე, რომ ისღა დაგვრჩენია……

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

Georgian Energy News

GENERGYNEWS.WORDPRESS.COM

სამოქალაქო კლუბი "კრეატივი"

ჩვენ კრეატიულები ვართ

მოქალაქე ჟურნალისტი

ამ ბლოგის მიზანია ჩვენს ირგვლივ მიმდინარე პრობლემების გაზიარება საზოგადოებისათვის

დაBLOGილი

think of an idea to change our world and put it into action

Caucascapades

Caucasus related Books, Music, Photos, Articles and Travel

ბლოგი "ჩვენ"

ლესია უკრაინკას სახელობის სურამის №3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ბლოგი!

psycho888

The greatest WordPress.com site in all the land!

სამოქალაქო კლუბი "ფორჯი"

სლოგანი: "ერთად საქართველოსთვის"

Nozadzeblog

"იყავი საზოგადოების აქტიური მოქალაქე"

,,ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა"

,,იგი ყველაფერი არ არის, მაგრამ მის გარეშე ყველაფერიც არაფერია''

bestmommies

ბლოგი ორსულობის, ბავშვის მოვლისა და განვითარების შესახებ

%d bloggers like this: