missbeyfan

შთამბეჭდავი ხიზაბავრა, 2 დაუვიწყარი დღე

აი, რომ იტყვიან უბედნიერესი ვარ-ო, ზუსტად ეგრე ვგრძნობ თავს, თუმცა როგორ შეიძლება თავს ასე არ ვგრძნობდე იმ 2 არაჩვეულებრივი დღის შემდეგ, რომლებიც ჩემს მეგობრებთან, ძვირფას ადამიანებთან და მეგობარ არასამთავრობო ორგანიზაციასთან “ბილიკთან” ერთად გავატარე. ბილიკმა მართლა დაუვიწყარი დღეები მაჩუქა.

9 და 10 აგვისტო გავატარე საქართველოს სამხრეთ საქართველოში, უფრო კონკრეტულად კი სამცხე-ჯავახეთში და ვნახე საქართველოს ყველაზე ღირსშესანიშნავი სოფელი ხიზაბავრა, რომელმაც მართლა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. 

9 აგვისტოს, დილის 9 საათისთვის დავიძარით და დაახლოებით 2 საათისთვის უკვე ხიზაბავრაში ვიყავით. სოფელი ხიზაბავრა აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მდიდარი წარსულის მქონე მთელს სამხრეთ საქართველოში. ხიზაბავრა ბრინჯაოს ხანის სოფელია (ძვ.წ. აღ-ის V-IV ათასწლეულები). როგორც იქ, მოსახლეობისგან გავიგეთ, სოფლის სახელწოდება, ლეგენდის მიხედვით მიღებულია ორი სოფლის სახელის – ხიზისა და ბავრის შეერთებით. დღეს, ხიზა ნასოფლარია, ხოლო სოფელი ბავრის ტერიტორიაზეა გაშენებული. შოფელი ნამდვილად შთამბეჭდავია. ხიზაბავრაში უამრავი მიწისქვეშა გვირაბებია, რომლებსაც მოსახლეობა მტრისგან თავდასაცავად იყენებდა. ასეთ გვირაბს “დარანი” ჰქვია. 

ხიზაბავრას ტერიტორიაზე, სამხრეთით ქვავნარში მდებარეობს ბუნებრივი “საცივი”, სადაც გვიან ზაფხულამდე ინახება ყინული და თოვლი, რომელსაც სამკურნალო და სამეურნეო საქმიანობის მიზნით გამოიყენებდნენ.

აღანიშნავია, ის ფაქტი, რომ მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ მიიღო კათოლიკობა, ააშენეს პირველი კათოლიკური ეკლესია (“ჯვართ ამაღლების ეკლესია”-XVI). შემდეგ, უკვე 1828 წელს სოფლის მღვდელს, ანტონ ხუციშვილს აუგია “მღვთის მშობლის” ეკლესია, რომელიც სულ მალე მცირე აღმოჩენილა მრევლისთვის. ამან გამოიწვია, რომ ხიზაბავრაში აშენდა ახალი კათოლიკური ეკლესია, კათოლიკე მღვდლის-მიხეილ ვარძელაშვილის მიერ. ეკლესიას “იესოს გული” უწოდა, კურთხევა მოხდა 1900 წლის 25 ივნისს. კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ აღორძინდა ხიზაბავრას კათოლიკური ეკლესია, რომელსაც XX ს.-ის 30-იანი წლების შემდეგ საკუთარი მღვდელი აღარ ჰყოლია, ამჟამად კი მამა ზიგმუნტია “იესოს გულის” სახელობის სამრევლოს წინამძღვარი.

უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ამ დაუვიწყარი ექსკურსიისთვის საზოგადოება “ბილიკს”. მე თქვენ მიყვარხართ  ♥

 

 

7 Comments

  1. me miyvarxart yvelani uzomood, da martlac dauviwyarii dgeebi iyo yvelastvis,, chemoo kargeboo sul sul tqventan ertad minda me yvelgan<3<3

  2. ai, me siamovnebit wavidodi kidev, nebismier adgilze tqventan ertad, adgils mnishvneloba martla ar aqvs😀😀

  3. ძალიან მაგარი იყო :)) დიდ სიამოვნებით გავჩერდებოდი თქვენთან ერთად კიდევ რამდენიმე დღე ხიზაბავრაში.

  4. ნამუ, ნამუ :დდდდ

    • auuu, ver mivxvdi, romeli xar..😀 mnamu..

  5. dato

    მედე მე 27-ში მივდივარ ხიზაბავრაში და შემიძლია წაგიყვანო🙂

    • არ გამომიშვებენ, თორემ სიამოვნებით წამოვიდოდი..😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

Georgian Energy News

GENERGYNEWS.WORDPRESS.COM

სამოქალაქო კლუბი "კრეატივი"

ჩვენ კრეატიულები ვართ

მოქალაქე ჟურნალისტი

ამ ბლოგის მიზანია ჩვენს ირგვლივ მიმდინარე პრობლემების გაზიარება საზოგადოებისათვის

დაBLOGილი

think of an idea to change our world and put it into action

Caucascapades

Caucasus related Books, Music, Photos, Articles and Travel

ბლოგი "ჩვენ"

ლესია უკრაინკას სახელობის სურამის №3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ბლოგი!

psycho888

The greatest WordPress.com site in all the land!

სამოქალაქო კლუბი "ფორჯი"

სლოგანი: "ერთად საქართველოსთვის"

Nozadzeblog

"იყავი საზოგადოების აქტიური მოქალაქე"

,,ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა"

,,იგი ყველაფერი არ არის, მაგრამ მის გარეშე ყველაფერიც არაფერია''

bestmommies

ბლოგი ორსულობის, ბავშვის მოვლისა და განვითარების შესახებ

%d bloggers like this: