missbeyfan

მე მახსოვს აგვისტო!

-მე ვერ ვივიწყებ!..

-მე აღარ მახსოვს…

-რა კარგია, ნეტა მეც შემეძლოს(გულში)…

ყველაზე ცხელი დღეები, რომლებიც კი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვნახე 2008 წლის აგვისტოს მტკივნეული დღეები იყო. დღეები, რომელთა გახსენებას ახლაც ვერიდები, მაგრამ სამწუხაროდ დღეები, რომლებიც ვერ შევძელი ამომეშალა ჩემი გონებიდან… ახლა, ამ პოსტს ვწერ და მთლიანად მბურძგლავს, რადგან დეტალურად მახსენდება რამდენიმე ცხელი დღე… ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი ბლოგი სრულიად აპოლიტიკური იყო, მაგრამ დღეს ვარღვევ ამ პირობას და “ვიხსენებ” 2008 წლის აგვისტოს…

რუსეთ-საქართველოს ომი, ასევე ცნობილი როგორც 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომი იყო შეიარაღებული კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, ერთის მხრივ საქართველოსა და მეორეს მხრივ რუსეთის ფედერაციას შორის, ოსებსა და აფხაზებთან ერთად.

ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისთა შორის კონფლიქტით ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო. რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშურისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. რუსების მიერ ოკუპირებულ იქნა ქალაქები ფოთი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად.

ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა ბრძოლები უმალ არ შეწყვეტილა.  შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. რუსეთმა დაასრულა გასვლა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან 8 ოქტომბერს, თუმცა 2009 წლის მდგომარეობით რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები რჩება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა).  რამდენიმე ინციდენტი ორივე კონფლიქტური ზონაში კვლავაც ხდებოდა ომის დასრულებიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ. 2009 წლის მდგომარეობით ომში მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობა კვლავაც უკიდურესად დაძაბულია.

პრობლემის სამშვიდობო გადაწყვეტისკენ თითქმის ერთხმად მოწოდებისა და ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტის თავიდან არიდების გარდა, საერთაშორისო რეაქცია, რომელსაც ევროკავშირი და აშშ დომინირებდა, ხაზგასმით უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო არცნობილი ტერიტორიები კი სოლიდარობას უცხადებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს.

ყველაზე მეტად კი გული მტკივა იმიტომ, რომ ამ ომმა უამრავი ჯანმრთელი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა, ახლგაზრდის, რომელსაც შეეძლო მთელი ქვეყნისა და მსოფლიოს მომავლის შეცვლა…    😦

 

   და ამავდროულად ბედნიერიც ვარ, რადგან საქრთველო კვლავ ფეხზე დგას, ჩვენი ბიჭების წყალობით და ადრე თუ ცოტათი გვიან კვლავ გაბრწყინდება! 

4 Comments

  1. sashineli periodi iyoo:(( guli mtkivaa.. xandaxan vpiqrob rom syvelanairi sityva zedmetiaa xolmee:((

  2. განსაკუთრებით კი ზედმეტია სიტყვები იმ ბიჭებისთვის, რომლებიც დაიღუპნენ😦😦

  3. salomestan ukve wavikitxe eseti posti da agar shemidzlia xelaxla wakitxvaa..martla ver shevikaveb tavs da ;(

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

Georgian Energy News

GENERGYNEWS.WORDPRESS.COM

სამოქალაქო კლუბი "კრეატივი"

ჩვენ კრეატიულები ვართ

მოქალაქე ჟურნალისტი

ამ ბლოგის მიზანია ჩვენს ირგვლივ მიმდინარე პრობლემების გაზიარება საზოგადოებისათვის

დაBLOGილი

think of an idea to change our world and put it into action

Caucascapades

Caucasus related Books, Music, Photos, Articles and Travel

ბლოგი "ჩვენ"

ლესია უკრაინკას სახელობის სურამის №3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ბლოგი!

psycho888

The greatest WordPress.com site in all the land!

სამოქალაქო კლუბი "ფორჯი"

სლოგანი: "ერთად საქართველოსთვის"

Nozadzeblog

"იყავი საზოგადოების აქტიური მოქალაქე"

,,ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა"

,,იგი ყველაფერი არ არის, მაგრამ მის გარეშე ყველაფერიც არაფერია''

bestmommies

ბლოგი ორსულობის, ბავშვის მოვლისა და განვითარების შესახებ

%d bloggers like this: