missbeyfan

ხაშურში ვართ..?

რამდენიმე დღის წინ, ჩემმა მეგობარმა, სალომ მიმიპატიჟა ხაშურში, წამოდი გავერთობითო.. ხოდა, გუშინ წამოვედი სალოსთან ერთად მატარებლით ხაშურისკენ, მთელი გზა ცნობილი ქართული ფილმი “მიდიოდა მატარებელი” მახსენდებოდა და ყოველ გაჩერებაზე მეგობარს ვეკითხებოდი: ხაშურში ვართ..? ის კი მპასუხობდა: “კაკოი იშო ხაშური, ეტა სტანცია გორი, ქარელი…” დაახლოებით 1 საათიანი მგზავრობის შემდეგ მოვხვდი ჩემთვის სრულიად უცნობ ქალაქში.. მივდიოდით სახლისაკენ, სალო კი “თავისი ჭკუით” გიდობას მიწევდა და ფრაზებს ისვრიდა: “სურამულას ხიდი, სახაჭაპურე, ფოტოატელიე, საკანცელარიო მაღაზია, 9 სართულიანი ბინა, პატარა ბაზარი… და ხაშურის განთქმული საავადმყოფო..” ყველაზე მეტს რასაც ხაშურში ველოდი, ჰამაკი იყო, სამწუხაროდ კი არცერთი მინახავს..  :) დღეს დავინტერესდი ინფორმაციით ხაშურის შესახებ, ხოდა, აი, ისიც.. 

ხაშური — ქალაქი საქართველოში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 1872-1917 წლებში მას მიხაილოვო ერქვა, 1918-1931 — ხაშური, 1931-1934 წლებში — სტალინისი. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე სურამულას ნაპირზე, ზღვის დონიდან 700 მ. სიმაღლეზე. XIX საუკუნეში ფოთი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანის შემდეგ ხაშური თანდათან მსხვილი სატრანსპორტო კვანძი გახდა. აქედან სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები მიემართება ბორჯომისა და ახალციხის მიმართულებით. ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. მოსახლეობა 28,5 ათასი (2006 წ.). აქ არის ხაშურის სარკინიგზო ტრანსპორტის, შუშის ტარის, კვების მრეწველობის საწარმოები, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (სახალხო თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). შემორჩენილია XVIII საუკუნის კოშკი, იოანე ნათლისმცემლისა და წმ. მარინეს ეკლესიები. ხაშურში არის ურბნისისა და რუისის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

4 Comments

  1. tu atareblit chaxvedi hamakebs ver naxavdi🙂

    • xo ver vnaxe mashin, magram dges imdeniii🙂🙂🙂

  2. madloba mede xashurze ragac daiweraa.. a\u gamgeobis potom daglija:D

    • arafers🙂🙂 poto vikipediidan😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

Georgian Energy News

GENERGYNEWS.WORDPRESS.COM

სამოქალაქო კლუბი "კრეატივი"

ჩვენ კრეატიულები ვართ

მოქალაქე ჟურნალისტი

ამ ბლოგის მიზანია ჩვენს ირგვლივ მიმდინარე პრობლემების გაზიარება საზოგადოებისათვის

დაBLOGილი

think of an idea to change our world and put it into action

Caucascapades

Caucasus related Books, Music, Photos, Articles and Travel

ბლოგი "ჩვენ"

ლესია უკრაინკას სახელობის სურამის №3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ბლოგი!

psycho888

The greatest WordPress.com site in all the land!

სამოქალაქო კლუბი "ფორჯი"

სლოგანი: "ერთად საქართველოსთვის"

Nozadzeblog

"იყავი საზოგადოების აქტიური მოქალაქე"

,,ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა"

,,იგი ყველაფერი არ არის, მაგრამ მის გარეშე ყველაფერიც არაფერია''

bestmommies

ბლოგი ორსულობის, ბავშვის მოვლისა და განვითარების შესახებ

%d bloggers like this: