missbeyfan

რაფლეზია

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ბრიტანელმა მეცნიერმა და ბოტანიკოსმა ჯოზეფ არნოლდმა ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე მოგზაურობისას, აღმოაჩინა ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში. მას შემდეგ დაახლოებით 200 წელი გავიდა და ჯერაც არავის აღმოუჩენია მასზე დიდი ყვავილი. ამ საოცრებას რაფლეზია ქვია.
რაფლეზიის უამრავი სახეობა არსებობს და ყველა მათგანი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ჯუნგლებში ხარობს. ამ „მრავალშვილიანი“ ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადენელი არის რაფლეზია არნოლდი, რომელსაც სახელი ჯოზეფ არნოლდისა და მისი ექსპედიციის
პარტნიორის თომას სტემფორდ რაფლესის საპატივცემულოდ ეწოდა. სხვათა შორის, თომას რაფლესი სინგაპურის დამაარსებელი
და მმართველია.

რაც შეეხება თავად ამ საოცრება ყვავილის ზომებს: მისი დიამეტრი ერთ მეტრამდე აღწევს, ხოლო წონა – 11 კილოგრამია. აქვს ხუთი მოვარდისფრო-მოყავისფრო ხორციანი ფურცელი და არის მეჭეჭისმაგვარად დაწინწკლული. ყვავილის შუაგული იმდენად დიდია, რომ ქოთანს წააგავს და მასში 6 ლიტრი წყალი თავისუფლად მოთავსდება.უჩვეულო ზომების გარდა, ამ ყვავილს სუნიც ყვავილისათვის ერთობ უჩვეულო აქვს. ერთ-ერთი განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, რაფლეზიას „კამეჩის უკიდურესად გახრწნილი ლეშის სუნი ასდის“. სწორედ ამიტომ შეარქვეს მას მეტსახელად „გახრწნილი ყვავილი“ და „გახრწნილი ლილია“. ყვავილის ძირითადი დამტვერავები ლეშის მოყვარული ბუზები არიან, რომელთაც ყვავილი თავისი „სურნელით“ იზიდავს. რაფლეზიას ღერო, ფოთლები და ფესვები არ აქვს. იგი ერთგვარი პარაზიტი მცენარეა, რადგანაც ზედ ვაზის ფესვზე ამოდის. რაფლეზიის თესლი პირდაპირ მასპინძელი ვაზის ფესვზე ღვივის და იზრდება დაახლოებით 10 თვის განმავლობაში. შემდეგ იღებს კომბოსტოს ფორმას და იწყება რამოდენიმე საათიანი პროცესი – ყვავილი უზარმაზარ ფურცლებს შლის და საბოლოო დიდებასაც მაშინ აღწევს.

 ამ მსოფლიო გიგანტს შუაგულში მრავალი წანაზარდი აქვს, რომელთა დანიშნულებაც მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ამ წანაზარდებიდან გამოყოფს სითბოს და მეტად არასასიამოვნო სუნს აფრქვევს. სამწუხაროდ ყვავილი რამდენიმე დღეში კვდება, ლპება და მის ადგილას შავი, ლორწოვანი მასა რჩება. რაფლეზია არნოლდი გადაშენების პირას მყოფი იშვიათი მცენარეა. როგორც წესი, მამრი და მდედრი ყვავილები ერთად უნდა იზრდებოდეს, რათა მოხდეს მათი ჯვარედინად დამტვერვა. სამწუხაროდ, ადამიანების წყალობით, კვირტების უმრავლესობა ვერ ასწრებს ზრდასა და ყვავილობას. ამის გამო რაფლეზია  სულ უფრო უშვიათი სანახავია ბუნებაში. მისი მასიურად გადაშენება გარკვეულ საფრთხეს უქმნის ნოტიო ტროპიკულ ტყეებსაც.

8 Comments

  1. khatia

    rogorc yoveltvis saintereso postia medea dzlaian momewona : )))

  2. შესანიშნავი სტატია, მიხარია რომ დაინტერესებლი ხარ ბუნებისმცოდნეობით🙂

  3. გმადლობთ, გმადლობთ, მეც ბევრი რამ გავიგე ამ პოსტის წერისას, მაგალითად ის, რომ ყველაზე დიდი მცენარე მსოფლიოში რაფლეზიაა..

  4. sally

    vaimee me yoveltvis meshinodaaa am yvavilis ratomgac:D

    • რა აქვს სალო, რაფლეზიას საშიში?🙂

  5. lika

    sainteresoa mede dzalian:*

    • მადლობ ლიკა :* ))

  6. lika

    axali termac momwons:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

Georgian Energy News

GENERGYNEWS.WORDPRESS.COM

სამოქალაქო კლუბი "კრეატივი"

ჩვენ კრეატიულები ვართ

მოქალაქე ჟურნალისტი

ამ ბლოგის მიზანია ჩვენს ირგვლივ მიმდინარე პრობლემების გაზიარება საზოგადოებისათვის

დაBLOGილი

think of an idea to change our world and put it into action

Caucascapades

Caucasus related Books, Music, Photos, Articles and Travel

ბლოგი "ჩვენ"

ლესია უკრაინკას სახელობის სურამის №3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ბლოგი!

psycho888

The greatest WordPress.com site in all the land!

სამოქალაქო კლუბი "ფორჯი"

სლოგანი: "ერთად საქართველოსთვის"

Nozadzeblog

"იყავი საზოგადოების აქტიური მოქალაქე"

,,ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა"

,,იგი ყველაფერი არ არის, მაგრამ მის გარეშე ყველაფერიც არაფერია''

bestmommies

ბლოგი ორსულობის, ბავშვის მოვლისა და განვითარების შესახებ

%d bloggers like this: