missbeyfan

ჩემი ქალაქი

ჩემი ცხოვრების 16 წელიწადი სულ სახლში გავატარე. არასდროს არ მიყვარდა სახლიდან გამოსვლა, ყოველთვის მერჩივნა სახლში, მარტო ყოფნა და კითხვა. ახლაც ძალიან მიყვარს მარტო ყოფნა, მაგრამ არა სახლში, არამედ ჩემი ქალაქის ქუჩებში.

ყოველდღე გავდივარ ჩემი მშობლიური ქალაქის, გორის ქუჩებში და დავდივარ დაუსრულებლად. ადრე თუ თვალში არაფერი მეჩხირებოდა ახალი სალონებისა და კაფეების გარდა, ახლა ჩემს უდიდეს ყურადღებას იპყრობს დაბინძურებული გარემო. ნებისმიერ მხარეს, საითაც არ უნდა გაიხედო, დაინახავ დაცარიელებულ, მტვრიან პლასტმასის ბოთლებს, სიგარეტის ნამწვებს, პარკებს და ყველაზე ბინძურ-ავტომობილების გამონაბოლქვს.

დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მგონი ძველი მედეა ისევ დაბრუნდება, შეიძლება წიგნის კითხვა კვლავ არ შემიყვარდეს, მაგრამ სახლში ყოფნას კი ვამჯობინებ. რატომ ვაბინძურებთ გარემოს?

მამაკაცებო ისხედით “ბირჟაზე”, მოწიეთ სიგარეტი, თუ კი არ უფრთხილდებით საკუთარ ჯანმრთელობას, მაგრამ გაუფრთხილდით ჩემსა და ჩემნაირი უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს. არ დაყაროთ ე.წ. “ბიჩოკები.”

ქალბატონებო უყიდეთ თქვენ საყვარელ შვილებს ნაყინი, მაგრამ ყურადღებით იყავით და მანამ გამოართვით ნაყინის ქაღალდი, სანამ უმოწყალოდ გაუშვებს ხელს და არ შეიბრალებს სხვისი საყვარელი შვილის ჯანმრთელობას.

რატომ ალაგებთ სახლს, თუ კი აბინძურებთ დედამიწას? -დედამიწა ჩვენი სახლია, ჩვენ კი მას უმოწყალოდ ვექცევით. უნდა ვთქვათ კმარა! და გადასაგდებად გამზადებული ნაგავი უნდა ჩავაგდოთ ნაგვის ურნაში.

მეც ხშირად დამიბინძურებია გარემო, მაგრამ ეს პოსტი ისეთი გულწრფელი გამომივიდა, რომ ჩემო მკითხველო გპირდებით ამას აღარასდროს გავიმეორებ და თუნდაც მზესუმზირის ქეფჩოებს “რამეში” მოვაგროვებ და ახლომდებარე ნაგვის ურნაში ჩავყრი.

ამჟამად, ჩემი ქალაქის ქუჩებში გავლა ნამდვილად აღარ მინდა, არა თუ გორი, არამედ ნაგავმა მთელი დედამიწა შეჭამა, არ მივცეთ საშუალება ჩვენც მოგვიახლოვდეს!..

14 Comments

  1. კარგია მედეა გარემოზე და ჩვენს ჯამრთელობაზე რომ ზრუნავ

    • მე პირველ რიგში ჯანმრთელ გარემოზე ვზრუნავ🙂🙂🙂 :*

      • რათქმაუნდა ჯამრთელი გარემო ჯანსაღი სხეულის,სულის და ყველაფრის საწინდარია

      • სწორედაც მაგიტომ, თუ გარემოს არ მოვუვლით, საკუთარი თავის გაფრთხილება ვერ გადაგვარჩენს

      • რათქმაუნდა

      • meTanxmebi?🙂

      • კი

      • 🙂

  2. ყოჩაღ ყოჩაღ, აღფრთოვანებას ვერ ვმალავ.. მე შემრცხა თვითოეული დაგდებული ნაყინის ქაღალდის თუ მზესუმზირის ქეფჩოს გამო:(((

  3. იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ ბევრს შერცხვება🙂

  4. sruliad getanxmebi medea…imden dasuftavebis aqciashi maqvs monawileoba migebuli rom vfiqrob viswavle garemos gafrtxileba…chemze imoqmeda am aqciebma da iqneb sheni meoxebit bevrs aexilos tvalebi:) ase gaagrdzele:)

    • mec mimigia monawileoba da axlac kvlevashi vigeb monawileobas am sakitxtan dakavshirebit..🙂

  5. absoliturad getanxmebi medea, gorshi gavla arc me agar minda😦

  6. მრცხვენია უკვე ასეთ ქვეყანაში რო ვცხოვრობ….
    გერმანიაში , პარიზში და გინდ თურქეთში რო ვიყავი ალოკავდი მიწას ისეთი სუფთა იყო (მთლად ეგრეც არა ;დ)
    მაგრამ კიდე იცი რა არის? რომ ხედავ რომ სუფთაა და ყველა უფრთხილდება არც შენ დააგდებ იმ ნაყინის ქაღალდი იქნება თუ რა იქნება და რომ ხედავ რო ბინძურია უკვე და ამდენი ნაგავი ყრია შენც აბინძურებ უფრო…. აბა რატო დავატარებდი ნაგავ ჯიბეებში როცა ვიყავი გერმანიაში? ან საფრანგეთში? ან თურქეთში?? რომ ჩამოვედი ისეთი მიჩვეული ვიყავი რომ მთელი დღე რომ მევლო ნაგავი ჯიბეში მქონდა ;დ და სადაც ვნახავდი ურნას იქ ვაგდებდიი… მაგრამმ ქართველებს ვერ შეაგნებინებ იმასს როო რაღაცც უნდა შეიგნოონნ და რაღაცც წესეებს უნდა მიაქციონნ ყურადღებაა ეს მათთვისსაა კარგიიი! =|

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

Georgian Energy News

GENERGYNEWS.WORDPRESS.COM

სამოქალაქო კლუბი "კრეატივი"

ჩვენ კრეატიულები ვართ

მოქალაქე ჟურნალისტი

ამ ბლოგის მიზანია ჩვენს ირგვლივ მიმდინარე პრობლემების გაზიარება საზოგადოებისათვის

დაBLOGილი

think of an idea to change our world and put it into action

Caucascapades

Caucasus related Books, Music, Photos, Articles and Travel

ბლოგი "ჩვენ"

ლესია უკრაინკას სახელობის სურამის №3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ბლოგი!

psycho888

The greatest WordPress.com site in all the land!

სამოქალაქო კლუბი "ფორჯი"

სლოგანი: "ერთად საქართველოსთვის"

Nozadzeblog

"იყავი საზოგადოების აქტიური მოქალაქე"

,,ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა"

,,იგი ყველაფერი არ არის, მაგრამ მის გარეშე ყველაფერიც არაფერია''

bestmommies

ბლოგი ორსულობის, ბავშვის მოვლისა და განვითარების შესახებ

%d bloggers like this: