missbeyfan

ჩვენ არ ვიცავთ გარემოს!

მაშინ, როცა მსოფლიო აღიარებს გარემოს დაცვით პრობლემებს, ხოლო  საუბრები პლანეტის რესურსების შემცირებით  გამოწვეულ მოსალოდნელ ეკონომიკურ, ეკოლოგიურ თუ  მიგრაციულ კატასტროფებზე დღითი-დღე  ხშირდება, ქართული საზოგადოება ამ საკითხის მიმართ გულგრილი  და  არაინფორმირებული რჩება.

ზუსტად ვიცი, ზოგიერთი  ამ პოსტის წაკითხვისას გაიფიქრებს, რომ  კლიმატის ცვლილება, ოზონის შრის დაზიანება, მტკნარი წყლის რესურსების კლება ან მსგავსი თემები მოფანატიკოსო ელემენტების -„მწვანეების“ მიერ ატეხილი ფუჭი ხმაურია და საერთოდ, ეს არის ბუნრებრივი ციკლის ნაწილი, რომელიც ჩვენს პლანეტაზე  პერიოდულად მიმდინარეობს.  რომ  პრობლემის გადაჭრით დაკავებული უამრავი მეცნიერი, უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი დაჯგუფება თუ ორგანიზაცია უბრალოდ მატერიალურ მოგებას ნახულობს  და ამ ყველაფრის უკან დაინტერესებული პოლიტიკური ძალები დგანან (თუმცა დაინტერესებული ძალები,  თუ დასჭირდათ, ნებისმიერი თემით მანიპულირებენ).

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების ნაწილი გარემოსდაცვითი პრობლემების მიმართ სკეპტიკურია, ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებენ. მსოფლიო მოვლენებს ყურადღებით თუ დავაკვირდებით, გახშირებული ეკოკატასტროფების პირდაპირპროპორციულად, გარემოს დაცვის მიმართ ინტერესი განუხრელად იზრდება.  გაერო, ევროკავშირი, ევროკომისია და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები განუწყვეტლად მუშაობენ გარემოსდაცვით სტრატეგიებზე და მსოფლიო მასშტაბის კამპანიებს აწყობენ.

საქართველოში რა ხდება? მოსახლეობის უდიდეს ნაწილს საბაზისო ინფორმაცია არ გააჩნია.

ჩვენთან დღის განმავლობაში, თითო სავაჭრო წერტილში, დღეში სულ მცირე 100 ცალ პოლიეთილენის პარკს “ჩუქნიან” მომხმარებლებს და  არც კი ვიცით, რომ ამ “ძღვენზე” უარი უნდა ვთქვათ. საერთოდაც, რა გახდა ერთი ჩანთის გადადება საყიდლებისთვის (თუ პოლიეთილენის ერთჯერად პარკზე უარს ვიტყვით, იმპორტიორი ადრე თუ გვიან დაინახავს, რომ ეს ბიზნესი მომგებიანი არ არის) ?

ჩვენთან, ლუდსა და საზამთროს ისევ ონკანში აციებენ. ჩვენთან, სახლში გათბობა ჩართულია, მაგრამ ამავდროს ფანჯარაც ღიაა. ჩვენთან გზაზე მიმავალი მანქანიდან, კორპუსის სართულიდან (ჯერ კიდევ) ნაგავი ფრინავს. ფეხით მოსიარულეებსაც ხშირად შეხვდებით უმისამართოდ რომ გაიტყორცნიან ხოლმე ნაგავს. ჩვენთან ხეები ზამთარშიც შემოსილია, ოღონდ ფოთლებით კი არა, პოლიეთილენით. ჩვენთან, ნაგვის ურნებს ხანდახან ცეცხლი უკიდია, იქედან ტოქსიკური კვამლი იფრქვევა, მაგრამ იქვე, ორ მეტრში მდგომ ჯეელებს ეს ხელს სულაც არ უშლის მუსაიფი გააგრძელონ და კვამლი არ შეიმჩნიონ. მოკლედ, აშკარაა, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. 

რაც ზემოთ ჩამოვთვალე უფრო ყოფითი კულტურის საქმეა, თუმცა გარემოს დაცვასთან პირდაპირ კავშირშია. ფაქტია, რომ მოსახლეობის ცნობიერებას ამაღლება სჭირდება. თუ საზოგადოებას ინფორმაციას არ მიაწვდი, თავისთავად ვერ დაინტერესდება გარემოს დაცვით. ბუნების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება მხოლოდ ზიანს მოიტანს, საბოლოოდ კი ეკონომიკურ სიდუხჭირეს და დაბინძურებულ გარემოს მივიღებთ. ალბათ დროა მოსახლეობის განათლება დაიწყოს სკოლიდან (სახელმწიფო), ოჯახიდან, მედიის და არასამთავრობოების საშუალებით. ისე, გარემოსდაცვით თემებზე მომუშავე ორგანიზაციებს, უფრო ხშირი, ეფექტური საზოგადოებრივი კამპანიების ორგანიზება სჭირდებათ (მგონი ზედმეტად უწყინარი პოზიცია უკავიათ).

ჩვენი და საერთაშორისო რეალობის შესადარებლად,  პოსტის  დაწერის წინ კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი ქართულ ბეჭდურ გამოცემებს, ტელეარხებს, ინტერნეტსივრცეს და მერე შედარებისთვის თვალი შევავლე უცხოურ, ყველაზე პოპულარულ გამოცემებს და ტელეარხებს.  შედეგი ასეთია: ქართულ მედიას გარემოს დაცვა არ აინტერესებს (იშვიათი გამონაკლისი ერთეული შემთხვევებია) პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს თემა არაპრიორიტეტულია, ხოლო უცხოური მედია თავისი სივრცის ან დროის ერთ მესამედს უთმობს.  გეთანხმებით, სხვაობა ძალიან დიდია!

პარადოქსულია, მაგრამ ერთი საინტერესო ფაქტი მინდა მოვიყვანო: 1977 წლის ოქტომბერში, გაეროსა და იუნესკოს ეგიდით, თბილისში ჩატარდა პირველი სამთავრობოთშორისო კონფერენცია, სადაც შემუშავდა დეკლარაცია გარემოსდაცვითი განათლების შესახებ. იგი მსოფლიოში თბილისის დეკლარაციის სახელით არის ცნობილი (შეგიძლიათ გუგლი მოიშველიოთ).  მას შემდეგ ეს კონფერენცია არაერთხელ ჩატარდა, ოღონდ არა თბილისში და რაც მთავარია, არცერთი ქართველის მონაწილეობით.

10 Comments

  1. ყოჩაღ მედეაა , შენც დაიწყეე არაა დიდი სტატიების წერა:)) ბევრი საინტერესო რამ გავიგეე:*

  2. მართლა საინტერესო პოსტი გამომივიდა, იმედი მაქვს სალო, შენს გარდა სხვაც წაიკითხავს..:))

  3. aucileblad echvii ar shegeparos.. magram rogor agar moitana am drom arc shentan arc chemtan raa:@

  4. როგორც ვხედავ, მართალი ვარ, ბავშვებს კონკურენციის ეშინიათ🙂

  5. ზოგჯელ თიტოეული ჩვენგანიც კი ვუშვებტ ისეტ სეცდომას რომელსაც გარემოს დაბინძურება ქვია😦

  6. dzalian sainteresoo statiaa🙂🙂🙂

  7. ცჰემი აზრიტ ადამიანები მართლაც არ ვუფრთხილდებით ბუნებს განსაკუთრებით საქართველოში მაგალითად ჩვენთან ჯარიმებია მაგრამ ეს ზოგიერთს არ შველის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

Georgian Energy News

GENERGYNEWS.WORDPRESS.COM

სამოქალაქო კლუბი "კრეატივი"

ჩვენ კრეატიულები ვართ

მოქალაქე ჟურნალისტი

ამ ბლოგის მიზანია ჩვენს ირგვლივ მიმდინარე პრობლემების გაზიარება საზოგადოებისათვის

დაBLOGილი

think of an idea to change our world and put it into action

Caucascapades

Caucasus related Books, Music, Photos, Articles and Travel

ბლოგი "ჩვენ"

ლესია უკრაინკას სახელობის სურამის №3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ბლოგი!

psycho888

The greatest WordPress.com site in all the land!

სამოქალაქო კლუბი "ფორჯი"

სლოგანი: "ერთად საქართველოსთვის"

Nozadzeblog

"იყავი საზოგადოების აქტიური მოქალაქე"

,,ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა"

,,იგი ყველაფერი არ არის, მაგრამ მის გარეშე ყველაფერიც არაფერია''

bestmommies

ბლოგი ორსულობის, ბავშვის მოვლისა და განვითარების შესახებ

%d bloggers like this: